понедельник, 28 июня 2010 г.

სკოლის შენობის მშენებლობის ისტორია 1900-1904

სკოლა დაარსების დღიდანვე ქალთა გიმნაზია იყო. საბჭოთა პერიოდში „ბათუმის ვ. ი. ლენინის სახელობის #1 ქართული საშუალო სკოლა“ ეწოდებოდა. იგი პირველი იყო არა მარტო ბათუმში, არამედ მთელს აჭარაში. სკოლის წარმატებების სულის ჩამდგმელი პედაგოგთა თაობები იყო, რომელთა აღზრდილები, ცნობილი სახეები, ჩვენი ქვეყნის ყველა კუთხეს ამშვენებდნენ.

ტარდიცია გრძელდება.

სკოლამ მრავალი ისტორიული პროცესი გამოიარა. ცნობილი იყო, რომ იგი 1904 წელს დაარსდა. ამას სკოლის შენობაზე ამოტვიფრული „1904 წ.“ ადასტურებს. საარქივო მასალებში კი აღნიშნულია, ბათუმის ქალთა გიმნაზია გაიხსნა 1900 წლის 26 სექტემბერს, სკოლის შენობის მშენებლობა კი დამთავრდა 1904 წელს.

ქ. ბათუმის ქალთა გიმნაზიის მშენებლობის წამოწყება უშუალოდაა დაკავშირებული ქალაქის მოწინავე ინტელიგენციის წარმომადგენლებთან. ესენია: ივანე მესხი, გრიგოლ ვოლსკი, ნიკა ჯაყელი, ნ. დუმბაძე. განსაკუთრებით აღსანიშნავია ქალაქის მაშინდელი თვითმმართველობის უფროსი ლუკა ასათიანი.

ქალაქის გიმნაზიის შენობის ასაშენებელი თანხის გამონახვა მეტწილად ივანე მესხის სახელთანაა დაკავშირებული. დიდი შრომისა და წვალების შემდეგ, მას მიუღწევია იმისათვის, რომ ბათუმის ნავსადგურში გასატან ყოველ ფუთ ტვირთზე (საქონელზე) შემოუღიათ გადასახადი, რასაც დიდძალი შემოსავალი მოჰყოლია. თვითმმართველობის ერთ-ერთ სხდომაზე ხმის მიმცემთა უმრავლესობამ მოითხოვა, ამ შემოსავლიდან გაეღოთ თანხა ქალთა გიმნაზიის შენობის ასაშენებლად. ეს კი დიდ სიძნელეებთან იყო დაკავშირებული: ერთი მხრივ, უსახსრობა და მეორე მხრივ, საშენი მასალის უქონლობა.

ქალთა გიმნაზიის გახსნის ნებართვის მიღებიდან მეორე დღეს თვითმმართველობამ გადაწყვიტა, გიმნაზია გაეხსნა მაშინდელი `მარინეს სკოლის~ შენობაში (შემდგომში სტალინის ქუჩაზე _ პარკთან ახლოს), თვით ეს სკოლა კი გადაეყვანათ ნაქირავებ ბინაში. სპეციალურმა კომისიამ შენობა უვარგისად სცნო. შენობის მოძებნა ძნელი აღმოჩნდა, მერე გამონახეს, შეაკეთეს და კონტრაქტი დადეს ორი წლის ვადით. ბინა ეკუთვნოდათ მოქალაქე სუკოიანებს (ახლა ბათუმში ამ გვარის მატარებელს ვერავის მივაგენი), რომლებიც ცხოვრობდნენ ახლანდელი ჩვენი სკოლის შენობის ახლოს. მათგანვე შეიძინეს მიწა გიმნაზიის შენობის ასაშენებლად (ეზოში, სადაც ახლა სკოლის ოთხსართულიანი შენობაა, ჩემს ბავშვობაში, ხის სახლები იდგა. ბოლოს იმ სახლში სკოლის ყოფილი დირექტორის ივანოვის ოჯახი ცხოვრობდა).

აი ოქმიდან ამონაწერი:

ოქმი. 1902 წ. აგვისტოესწრებიან ქალაქის თავი ანდრონიკოვი, მართვის წევრები: ვოლსკი, ივანოვი, სევერინი, ელიავა, სტოიანოვი, ქიქოძე. სპეციალურად მოიწვიეს პოლკოვნიკი ინჟინერი პომორსკი.

სხდომა გახსნა თავადმა ანდრონიკოვმა. მან აღნიშნა, რომ ქალთა გიმნაზიის შენობის მშენებლობა, რომელიც დაწყებული უნდა ყოფილიყო, უცებ შეწყდა. მიზეზი შემდეგშია: გარდაიცვალა სუკოიანების ერთ-ერთი ძმა, რომელმაც ვერ მოასწრო მიწის გაყიდვაზე თანხმობის მიცემა. მეორე ძმამაც უარი თქვა თანხმობაზე (ძმები ერთად ცხოვრობდნენ). ეს ამბავი შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე თვე. მშენებლობა კი სწრაფად უნდა დაიწყოს. არ არის საჭირო სუკოიანების თანხმობაზე ლოდინი. ამისათვის საჭიროა „попечительный совет“-ის წევრების აზრი. ამიტომაც ანდრონიკოვს მოუწვევია სხდომა.

მოისმინეს ეს განცხადება და გიმნაზიის შენობის პროექტის ავტორის პოდპოლკოვნიკ პომორსკის ზოგიერთი ახსნა: არ დაელოდონ სუკოიანების თანხმობას და დაიწყონ მშენებლობა.

სააღმშენებლო კომისიას (ფ. 225 გვ. 34) ხელს აწერენ: საბაევ ნ.ა.; კალმ გ.ა.; მჭედლოვი პ.ლ.; ნაკაშიძე მ.მ.; მიხაილიდი შ.ტ.; ქიქოძე ლ.ს. (ეპისკოპოსის ძმის შვილი); ბერკლიანც ა.ა.; 17,7 1902 წ. არქ. ფონდი 11.

1900 წლის 26 სექტემბერს გაიხსნა ბათუმის ქალთა გიმნაზია. რადგანაც შენობა დროზე არ იყო მზად, სასწავლო პერსონალიც არ იყო დანიშნული გახსნამდე. ახლად მისაღებთა გამოცდას აწარმოებდნენ ვაჟთა გიმნაზიის დირექტორი და მისი პედაგოგები თავის შენობაში.

ქალთა გიმნაზიის გახსნა ასე ჩქარა აუცილებელი იყო იმიტომ, რომ გოგონების მშობლებს შვილები ან სხვა ქალაქში უნდა გაეგზავნათ სასწავლებლად, ან მიეყვანათ აქაურ „მარინეს“ სასწავლებელში, რომლის კურსებიც არ იყო საკმარისი.

არქივში ასეთი ცნობაა:

მიმდინარე წლის გიმნაზიის მშენებლობისათვის შემოსავლის წყაროა: ქალაქიდან ყოველწლიურად 1300 მან., სახალხო განათლების სამინისტროსაგან 2000 მან. სწავლის გადასახადი შემოვიდა 43800 მან. გახსნამდე შემოწირეს 100 მან. სულ 8800 მან. კიდევ. შენობა ძალზე უხერხულია. საკლასო ოთახები ბნელი (12 კუბური არშინი თითოეულ მოსწავლეზე, რაც ნორმალურ მინიმუმზე დაბალია). გვაქვს ეზო, მაგრამ ბავშვები ცუდ ამინდში შეყუჟული არიან ვიწრო კორიდორში.

კიდევ:

ბათუმის ქალაქის მმართველობას: _ გიმნაზიის მასწავლებლის განცხადების თანახმად, მაქვს პატივი მოვახსენო მმართველობას, რომ ამა წლის 17 დეკემბერს, გიმნაზიის წინ მთელი დილის განმავლობაში ახალ აშენებულ რკინისგზაზე ხრეშის და ქვიშის შემოსატანად სისტემატურად წარმოებდა წამება ცხენისა, რომელსაც ეზოდან უნდა ეთრია ხრეშით დატვირთული ურიკა. მუშები ცხენს სცემდნენ რკინის ბარებით, უყვიროდნენ, სამუშაოს მთავარი ზედამხედველი მუშების შეჩერების მაგივრად, თავად მთელი ძალით ურტყამდა ჯოხით ნეკნებზე და მუცელზე, ამგვარი აღმაშფოთებელი სცენები არაადამიანურია. ბათუმი 17 დეკემბერი, 1902 წ.
1902 წლის 1 აგვისტოს გაზეთის საშუალებით გამოცხადდა საბოლოო (решительный торг) ვაჭრობა ქალთა გიმნაზიის მშენებლობისათვის. გადარიცხული იყო 67400 მან. ვაჭრობა დაიწყება ზუსტად 12 საათზე. მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ განცხადება, რომ სურთ მშენებლობაში მონაწილეობის მიღება. არქივშია ა. ლ. შაპიროს, ა. ი. ილინის, ფ. მ. კურტოვის განცხადებები («Прошу допустить меня изуестному торгу на постройку женской гимназии»).

მშენებლობა დაუწყია ა. ლ. შაპიროს პოდპოლკოვნიკ პომორსკის პროექტის მიხედვითა და მისი ხელმძღვანელობით.

სხდომის დადგენილება:

დაევალოს მოქ. შაპიროს, რომ საკლასო ოთახები დამთავრდეს 1903 წ. 1 ოქტომბრისთვის და სხვა სამუშაოები _ 1904 წ. იანვრისთვის. ხარჯთაღრიცხვა გადასახდელად გადაეცეს ქალაქის არქიტექტორ გ. ბარკლიანცს.

მეტად საინტერესოა შაპიროს განცხადება ქალაქისთავისადმი:

საქმის დროულად დაფუძნებისათვის გთხოვთ ვოზნესენსკის ქუჩით (ახლანდელი მელიქიშვილი) მშენებლობამდე გამაყვანინოთ ვიწროლიანდაგიანი რკინის გზა. ა. ლ. შაპიროს განცხადება (გვ. 202). და კვლავ ქალაქისთავისადმი განცხადება, რომ მშენებლობა დამთავრებულია და ითხოვს ჩაბარებას («Прошу назначить приему»). 1904 წ. 31 მაისი.

მართლაც, ზღვიდან ჩვენს სკოლამდე ყოფილა რკინისგზა, ოღონდ ცხენებით შემოდიოდა ტვირთი.

შენობა აგებულ იქნა იმდროინდელი ტექნიკის მიხედვით და ქალაქში ვაჟთა კლასიკური გიმნაზიის შემდეგ მეორე იყო, რომელიც სრულყოფილად აკმაყოფილებდა მოთხოვნილებებს.

შენობა, რომელშიც დროებით მოთავსებული იყო ქალთა გიმნაზია, დამწვარა 1909 წ. იანვარში (ფ. #6. არქ. #102).

1904 წ. ქალთა გიმნაზია გადავიდა ახალ შენობაში. ეს მოვლენა დაემთხვა გიმნაზიის კურსდამთავრებულთა პირველ გამოშვებას. ამ წელს გიმნაზია დაუმთავრებია 27 მოსწავლეს. გიმნაზია ახალ შენობაში გადასულა და კურსდამთავრებულთა პირველი გამოშვება სადღესასწაულო ვითარებაში აღუნიშნავთ.



1904 წელი აღინიშნება (როგორც საარქივო მასალები ადასტურებს) ბათუმის ქალთა გიმნაზიის შენობის დაფუძნების თარიღად.

წარმოდგენილია ნივთების სია ქალთა ახალი გიმნაზიისათვის:

1. Портрет Государя императора и императрицы – 400.
2. Образа.
3. 15 дюжин стульев – 1100.
4. Стол для актового зала – 40.
5. Шкафы для книг – 280.
6. 40 ламп – 200.
7. Вешалки – 50.
8. Сукно для стола – 40.
9. Занавески – 100
Итого: 2360.
Архив №1 1900 г.

Батумская гимназия открыта 26 сентября 1900 г. Строительство здания закончено 1904 году. (ქალაქის თავი ლუკა ნიკოლოზის ძე ასათიანი)

Попечателью педагогического совета подано было около четырех десятков прошении на должность учительниц, надзирательниц и начальницы.

На должность начальницы Попечительный совет выбрал госпожу Тиблень, которая до сих пор еще на эту должность не определена.

ჩამოთვლილია მასწავლებელთა სია.

Гимназия постоянно нуждается в надлежащем помещении и въ снабжении библиотеками и учебными пособиями.


Сентябрь 1900 года.




Комментариев нет: