среда, 1 октября 2008 г.

რეცენზიები კომენტარები

რეცენზია
ქალბატონ ცირა ბექაიას მიერ მასალაზე ბათუმის #2 საჯარო სკოლის ისტორიისთვის


ქ. ბათუმის ამჟამინდელი #2 საჯარო სკოლია, როგორც საგანმანათლებლო კერა, თავისი არსებობის 110 წელიწადს ოთვლის. იგი გაიხსნა 1900 წელს პროგიმნაზიის სახით და წარმოადგენდა რუსულენობან სასწავლებელს.

ამ სკოლის მნიშვნელობა განსაკუთრებულად ღირებულია იმ თვალსაზრისით, რომ იგი აჭარაში ამ ტიპის პირველი სასწავლებელი იყო.
მართალია სკოლა ამ კუთხის რუსიფიკაციას ისახავდა მიზნად, მაგრამ თავად ფაქტი დიდმნიშვნელოვან მოვლენას წარმოადგენდა ამ ქალაქისათვის.

ქალბატონ ცირა ბექაიას მიერ მოპოვებულია დიდძალი საარქივო მასალა, რომელიც გადმოგვცემს აღნიშნული სკოლის ისტორიას მისი დაარსების დღიდან დღემდე.
ამ მრავალფეროვანი მასალის თითეულ ფურცელს, თითეულ ფოტოს, ოფიციალურ ცნობას თუ ზეპირ გადმოცემას ქ-ნი ცირა ბექაია დიდი რუდუნებითა და მაღალი პროფესიული პასუხისმგებლობით აგროვებდა ათეული წლეწბის განმავლობაში.
ეცნობი ამ მასალებს და გაოცებს ამ პიროვნების შრომისმოყვარეობა, ენთუზიაზმი, საქმის სიყვარული და ერთგულება.
შეიძლება ითქვას, რომ ქალბატონ ცირა ბექაიას მემკვიდრეობით ერგო ეს პასუხისმგებლობა, რადგანაც იგი ცნობილი პედაგოგებისა და მოღვაწეების, ქალბატონ მარიამ კეჩხუაშვილისა და ბატონ ალექსანდრე ბექაიას ოჯახში დაიბადა და აღიზარდა.

დედამისი - ქალბატონი მარიამ კეჩხუაშვილი, დამსახურებული პედაგოგი ათეული წლების განმავლობაში ასწავლიდა ბათუმის ყოფილ #1 ვაჟთა (ამჟამინდელ #2 ) ვაჟთა საშუალო სკოლაში, ხოლო მამა - ალექსანდრე ბექაია კი, ბათუმის #17 საშუალო სკოლის დირექტორი იყო. მისი დაბადებიდან 100 წლის იუბილე დიდი სიყვარულისთ აღნიშნა აჭარის საზოგადოებრიობამ.

ვფიქრობთ, რომ ქალბატონი ცირა ბექაიას მიერ გაწეული უდიდესი შრომა ჯეროვნად უნდა დაფასდეს. მის მიერ მოპოვებული მასალები მეცნიერულად დამუშავდეს და იხილოს დღის სინათლე.

პროფესორი ლუბა ბიბილეიშვილი, საქართველოს განათლების აკადემიის აკადემიკოსი.



mediko

cira maswavlebelo cven aucileblad avasrulebt tqvens ocnebas da skolistvis sachiro saqmes gavaketebt.cven iseti direqtori gvkavs rom aucileblad dagikacshirdebaT, darwmunebuli xom xart rom me romvkofilikavi mashin organizatori amas ase atr davtovrbdi. Zalian did gonisZiebas gavakeTebT da muzeumsac ra tqma unada tkventan ertad--pativiscemit medea cincaZe.gkocniT



Osiko

ქალბატონო ცირა,დიდი მადლობა ამ ბეწყინვალე ბლოგისთვის, სოციალურ ქსელ-facebook-ში არსებობს #2 საშუალო სკოლის გვერდი, სადაც გაწევრიანებულია უამრავი ყოფილი თუ ახლანდელი მოსწავლე,კარგი იქნება თუ ნახავთ.





asmati

დიდი მადლობა, ნაშრომისთვის, შემთხვევით წავაწყდი თქვენს ნაშრომს,ამის უკან დგას თქვენი დიდი სიყვარული, ერთგულება თქვენი პროფესიისადმი, ღმერთმა უმრავლოს ერთგული ხალხი ქვეყანასა და ჩვენს საქმეს, თაობები ეზიარებიან ამ სკოლის ისტორიას თქვენი ნაშრომის მიხედვით.

გ მ ა დ ლ ო ბ თ.
აჭარის ა.რ.უმაღლესი საბჭოს
განათლების,მეცნიერების,კულტურისა და სპორტის კომისიის თავჯდომარე
ასმათ დიასამიძე




Gizo

ინტერნეტში გავეცანი ცირა ბექაიას ფრიად საყურადღებო ნაშრომს.
უნდა ავღნიშნო, რომ იგი მოიცავს მეტად საინტერესო ბევრ უცნობ მასალას.
მასში იგრძნობა პედაგოგის ინტუიცია, ალღო და კვლევის საოცარი უნარი, რითაც ნაშრომში დადგენილია პედაგოგიკის ისტორიის ბევრი მნიშვნელოვანი ფაქტი და მოვლენა.
ნაშრომი იმითაც არის საინტერესო, რომ იგი დაწერილია დიდი სიყვარულით პედაგოგიური საქმიანობისადმი, პდაგოგებისადმი.
ეს კი ავსებს იმ სიცარიელეს, რომელიც ამ სფეროში გვაქვს. დიდია პედაგოგის ღვაწლი, ყოველდღიური ზრუნვა და შრომა, რომელიც საჭიროებს თანადფგომას, ყურადღებას სითბოს და არდავიწყებას.
ამ მხრივ ნაშრომი ნამდვილად საყურადღებო და ფრიად მნიშვნელოვანია.
განსაკუთრებით სითბო ჩამეღვარა გულში ჩემი უძვირფასესი ლექტორის კონა გიგინეიშვილის ხსენებით.
წარმომიდგენია როგორი იქნებოდა სკოლა სადაც კონა გიგინეიშვილი ასწავლიდა. ამისთვისაც დიდი მადლობა თქვენ.

გიზო ჭელიძე.
ქართული ლიტერატურის ისტორიის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი, პროფესორი, მეცნიერებათა დოქტორი. ღირსების ორდენიოს კავალერი.
2010წლის თებერვალი





piso

Zalian magari namushevaria, cavikitxe da ragacnairi ganckoba damitova; cremlis, gimilis da sixarulis morevSi CaviZire. gaixaret magrad miyvarxart.. mec am didebuli skolis moswavle viyavi

სკოლა 1909-1918

ჩემი დედა მარიამ კეჩხუაშვილი ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლიდა ბათუმის ვ. ი. ლენინის სახელობის #1 საშ. სკოლაში. მე ხშირად დავყავდი დედას ამ სკოლაში, ვიცნობდი ყველა მასწავლებელს და დირექტორს, ვესწრებოდი ყველა ღონისძიებას, რომელიც ხშირად იმართებოდა სკოლაში. მოდიოდნენ 30-50 წლის წინ სკოლადამთავრებულები. ეს იყო დიდი ზეიმი სკოლაში.

ვიცოდი რომ, სკოლა დაარსდა 1904 წელს რასაც, ადასტურებდა შენობის თავზე წარწერა. არავინ იცოდა, ვინ ააშენა და ვინ იყო მისი პირველი დირექტორი.

ბაბუასგან კი ვიცოდი, ამ შენობაში ქალთა გიმნაზია იყო და სწავლება მხოლოდ რუსულ ენაზე მიმდინარეობდა. მაგ სკოლის ასაშენებლად, ბაბუა მეუბნებოდა, `ასი მანათი~ ოქრო მაქვს გადახდილიო. ვაჟთა გიმნაზია რომ ავაშენებინეთ, მამიდათქვენებსაც ხომ უნდოდათ სწავლაო.

ამ მონაყოლმა უფრო დამაინტერეს, და ხშირად ვეკითხებოდი უფროსი თაობის ხალხს, თუ რამე იცოდნენ ამ სკოლის შესახებ. ყველა მეუბნებოდა, ომის მერე ყველაფერი დაიკარგაო.

1983 წლის 14 ოქტომბერს გაზეთ „საბჭოთა აჭარა“-ში დაიბეჭდა დოცენტ იროდიონ ერემეიშვილის სტატია „ძეგლების ქომქგი“. მასში მოთხრობილი იყო ვინმე ი.ი.სტოიანოვზე რომელსაც ქუთაისში ბევრი რამე გაუკეთებია, განსაკუთრებით, ბაგრატს ტაძრის გადარჩენაში ლომის წილი მისი არისო. სტატიაში ერთ წინადადებაში ეწერა, რომ ეს სტოიანოვი ბათუმში გიმნაზიის დირექტორიც კი ყოფილა. ამან განსაკუთრებით დამაინტერესა და დავიწყე ძებნა.

ვერსად მივაგენი სტოიანოვის გვარს ბათუმში. დავით კლდიაშვილის წიგნში `ჩემი ცხოვრების გზა~ ყველაფერი ბათუმზეა, მხოლოდ ერთი წინადადებაა `სტოიანოვს მაშინ ბათუმში ყველაზე მეტი მიწები ჰქონდაო~. მოხუცი ქალებისგან გავიგე, რევოლუციამდე ბათუმში ერთი ოჯახი იყო სტოიანოვებისა, რომლებსაც ორი ქალიშვილი ყავდათო, შემდეგ კი სოხუმში გადავიდნენო.

სოხუმშიც ვეძებე და ვერ მივაგენი. შავ ზღვაში კი ახლაც დადის გემი „ძმები სტოიანოვები“. დავიწყე არქივში ძებნა და მივაგენი იმ პირთა სიას, ვინც სკოლის შენობის ასაშენებლად ფული გადაიხადა. მასში ჩემი ბაბუაც არის.საინტერესოა ის ვითარება, რამაც წამოჭრა ბათუმში ქალთა გიმნაზიის გახსნის საკითხი.


სწავლება:
გიმნაზიაში სწავლება რუსულ ენაზე წარმოებდა იმ პროგრამით, რომლითაც რუსულ ენას სწავლობდა ბათუმის ვაჟთა კლასიკური გიმნაზია. რადგანაც გიმნაზიისათვის რუსული ენა მშობლიური იყო, ბუნებრივია, ყველა საგნის სწავლება მხოლოდ ამ ენაზე წარმოებდა.

გიმნაზიის დაარსების პირველ ხანებში სხვადასხვა ეროვნების მოსწავლეები უმცირესობას წარმოადგენდნენ. მათი გიმნაზიაში ყოფნა თითქმის შეუმჩნეველი იყო. მხოლოდ 1904-06 წლებში და შემდგომ წლებში გიმნაზიელთა 40%-ს არარუსი წარმოშობის ახალგაზრდები შეადგენდნენ. მათ თავის მშობლიურ ენაზე (ქართული) აზროვნება და სწავლა სასტიკად ეკრძალებოდათ. ამიტომ იზეპირებდნენ გრამატიკულ წესებს, ლექსებს, მოთხრობებს, რომელთა შინაარსი, უმეტეს შემთხვევაში, მათთვის უცხო იყო.

ქართველი მოწინავე ინტელიგენტები: ი. ჭავჭავაძე, აკ. წერეთელი, ი. გოგებაშვილი, ნ. ნიკოლაძე მოითხოვდნენ სწავლებას მხოლოდ მშობლიურ ენაზე.

„ბავშვმა თავდაპირველად თავის დედაენაზე უნდა გაიხსნას გონება და უცხო ენის სწავლებას მხოლოდ მაშინ მოჰკიდოს ხელი, როცა თავის დედაენაზე საკმაოდ გაწვრთნილი იქნება“ (ი. ჭავჭავაძე).

გიმნაზიის ხელმძღვანელობა და თვით რუსული ენის მასწავლებლები ამ საგნის ცოდნის დაბალ დონეს ხსნიდნენ საათების (გაკვეთილების) სიმცირითაც, არარუსი მოსწავლეების განვითარების დაბალი დონითაც და მიმართავდნენ სასტიკ სიმკაცრეს სწავლების პროცესში.

_ „გვსჯიდნენ, თუ ქართულად დავილაპარაკებდით.
_ ქართულს, მგონი, არც გვასწავლიდნენ.
_ მხოლოდ საღმრთო რჯულს ვსწავლობდით ქართულად“.

გიმნაზიის კურსდამთევრებულთა მონათხრობიდან (ყველა ძალიან ხნიერია).

საარქივო მასალებიდან კი: თოთიბაძეს (მღვდელი) კვირაში მხოლოდ ერთი გაკვეთილი ჰქონდა, ისიც მეოთხე (დამამთავრებელ) კლასში. (ამ მღვდლის შთამომავლები ამჟამად ცხოვრობენ პუშკინის ქუჩაზე და აქვთ მშვენიერი მასალა დიდ ბაბუაზე).

1900 წ. სექტემბერში გიმნაზიაში ჩაირიცხა 150 მოსწავლე და გაიხსნა 5 კლასი.
I _ 36 მოსწ.
II _ 38 მოსწ.
III _ 28 მოსწ.
IV _ 26 მოსწ.
მოსამზადებელში _ 24 მოსწ.
ხელს აწერს: _ За начальницу – Ральцевич.
Начальница попечительного совета – госпожа Тиблень Надежда Николаевна.
შემდგომ ეს გვარი არსად მოიხსენება.
ერთი წლის შემდეგ დაშვებულია ებრაელთა შვილების მიღებაც.
არქივიდან:ფონდი #11, არქ. #2, И-11

1900 წ. 28 სექტემბერიპედსაბჭოს მდივნად აირჩიეს ჩოგოშვილი.
პედსაბჭოს შემადგენლობა: ტ. მობილოვა, მ. სალამბეკოვა, დ. მიშჩენკო, ბოგოსლოვსკი.
გვ. 2
რუსული ენის მასწავლებელი დ. ტ. მიშჩენკო.მათემატიკის _ ტ. ი. ლუბიშევა.
გეოგრაფიის _ ნ. მ. სენიტრენნიკოვი.
ისტორიის _ კ. დ. მაჭავარიანი.
სუფთა წერის _ დ. ტ. მიშჩენკო.
გერმანულის _ ე. ა. არიოლდი.
ფრანგულის _ ა. ი. როსსეტი.
ხატვის _ ა. ა. ბერიოსოვ-ბერიადი.
მოსამზადებელი კლ. მასწ. _ მ. მ. სადამბეკოვა.
1900 წ. 25 სექტემბერი.
დირექტორის ნაცვლად ხელს აწერს ალ. რალცევიჩი.გვ. 1.

1901 წელს მასწავლებელთა რაოდენობა 30-ია. მოსწავლეების: _ რუსი 70; ქართველი 49; სომეხი 25; თათარი 1; სხვა ეროვნების 33. / 188.

დაარსების დღიდან (1900 წლიდან დღემდე ე. ი. 2008 წლამდე) სკოლას ხშირად ეცვლებოდა სახელი.
1) 1900 წ.-1921 წ. _ ბათუმის ქალთა გიმნაზია.
2) 1921-1922 წ. _ ბათუმის მეორე საფეხურის სკოლა (ჰუმანიტარული).
3) 1924 წ. _ შვიდწლედი.
4) 1934 წ. _ შვიდწლედი გადაკეთდა საშუალოდ.
5) 1934 წ. _ დაერქვა ბათუმის #4 საშ. სკოლა და მიენიჭა ვ. ი. ლენინის სახელი.
6) გადაკეთდა ლენინის სახ. ვაჟთა #2 საშ. სკოლად.
7) 1949 წ. _ ეწოდა #1 საშ. სკოლა.
8) 1966 წ. _ ვ. ი. ლენინის სახ. საშუალო ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაა.
9) 1980 წ. _ ბათუმის ვ. ი. ლენინის სახ. #1 საშ. სკოლა.
10) 1991 წ. _ ბათუმის დ. აღმაშენებლის სახ. #2 საშ. სკოლა.
11) 2001 წ. _ ბათუმის დ. აღმაშენებლის სახ. გიმნაზია.
12) 2004 წ. _ ბათუმის #2 საშ. სკოლა (შეუერთდა ელემენტ. სკოლა).
13) 2005 წ. _ ბათუმის #2 საჯარო სკოლა.

სკოლამ მეტად საინტერესო პერიოდი განვლო: საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარებამდე, ე.ი. 1921 წლამდე; ძნელად სახსენებელი 1937 წ.; სამამულო ომის და ომისშემდგომი პერიოდი.

გიმნაზიის არსებობის ძირითად წყაროს სწავლის ქირა წარმოადგენდა. თითოეული მოსწავლე სწავლის ქირას წელიწადში 60 მანეთს იხდიდა და ცეკვისთვის ცალკე 5 მანეთს (ცეკვა აუცილებელი იყო). წელიწადში, ამ გზით, გიმნაზიის შემოსავალი 1.400 მანეთი იყო. სხვა გზა იყო შემოწირულობები (მაგ. 1915 წ. ეს თანხა 210 მან. იყო).

ეს თანხა ყოველწლიურად იზრდებოდა.

გიმნაზიის მიზანი იყო ადგილობრივი და ახლომდებარე რაიონების მკვიდრ მცხოვრებთა ქალიშვილების აღზრდა. მათთვის აუცილებელი, საჭირო განათლების მიცემა.

სწავლა იწყებოდა 1 სექტემბერს, მთავრდებოდა ივნისის შუა რიცხვებში, მაშინ ხდებოდა ატესტატების გაცემაც.

1902 წ. სასწ. წლის მეცადინეობის დამთავრების ვადა შეიცვალა განათლების სამინისტროს სპეციალური მიმართვის საფუძველზე.

გამოსაშვებ კლასებში მეცადინეობა წყდებოდა 11 მაისს, სხვა კლასებში _ 30 მაისს. გაუქმდა კლასიდან კლასში გადასაყვანი გამოცდები. მოსწავლეთა გადაყვანა კლასიდან კლასში წლიური ნიშნების მიხედვით ხდებოდა (ფ. 11 ს. 10. გვ. 12, 13).

საგნები:

1904 წ. გიმნაზიის სამეცადინეო ცხრილში მათემატიკა დაყოფილი იყო საგნებად: ალგებრა, გეომეტრია. საკლასო ჟურნალის მიხედვით შეფასების ნიშნებია: `2~, `3~, `4~, `5~. 1909 წ. 15 მაისის დადგენილებით ხელგარჯილობაში არადამაკმაყოფილებელი წლიური ნიშნის მიღების შემთხვევაში მოსწავლე დატოვებული უნდა ყოფილიყო იმავე კლასში. (მაქვს საქარგავი თარგი. აწერია 1904 წ. საკმაოდ რთული, მაგრამ მეტად საინტერესო).

დირექტორები:

1. სტოიანოვი ალექსანდრე ილიას ძე 1900წ. (ნახსენებია ნადეჟდა ნიკოლოზის ას. ტიბლენიც 1901 წ. 20/I)
2. სახაროვა ელენე (ლავინია) ივანეს ას. 1902 წ. 20/I.
3. ქინქლაძე დანიელი 1920 წ. 4/X.
4. ჯაფარიძე ნ. 1922 წ.
5. ივანოვი გრიგოლი 1925 წ.
6. ჯაყელი ნიკო 1928/29 წ.
7. ფერაძე ირაკლი (ზოგან ილია) 1929-30 წ.წ.
8. ღლონტი ირაკლი 1934 წ. მოადგილე ალ. ქათამაძე.
9. გორგაძე გრიგოლი 1934 წ. 7/IX; მოადგილე ქ. ვასაძე.
10. ჟღენტი პ. 1936.
11. ქარუმიძე სიმონი 1936; მოადგილე თემელ ბეჟანიძე.
12. ბეჟანიძე თ. 1937 29/VI.
13. ნიჟარაძე ნ. 1937 წ. 13/VIII.
14. ვასაძე ქსენია _ მოადგილე კალე ბოლქვაძე.
15. ლორთქიფანიძე გრიგოლ ალექსანდრეს ძე 1939-40 წ.წ. მოადგილე თ. კვაჭაძე.
16. კვაჭაძე თამარ _ მოადგილე ა. დარჩია.
17. ხინიკაძე ხუსეინ სულეიმანის ძე _ მოადგილე ა. დარჩია.
18. მდივანი სევერიანი 1942 წ.
19. ნიჟარაძე შუქრი იზეთის ძე 1944 წ. მოადგილე ნ. ინწკირველი.
20. ახვლედიანი ოსმან აბდულის ძე 1946 წ.
21. მახარაძე ოსმან ნურის ძე 1948 წ. 23/VIII.
22. მახარაძე დავითი 1949 წ. 20/IV.
23. თალაკვაძე ვლადიმერი 1950-51 სასწ. წ.
24. დარჩია ალ. 1952 წ.
25. დიასამიძე ი. 1952 წ. 25/VIII.
26. სანიკიძე ვლადიმერი 1952 წ. 22/X.
27. მახარაძე დურსუნი 1954 წ. სასწ. ნაწ. გამგე ვასო ჩახვაძე.
28. კომახიძე ზია 1976 წ.-1982 წ. სასწ. ნაწ. გამგე ნ. მახაჭაძე.
29. შარაძე ციალა შოთას ასული 1982 წ. 11/III-1991 წ. 10/IX.
30. ჭანტურაია ლერი 1991 წ. 23/IX-1994 წ. 1/IV.
31. დუმბაძე მამია 1994 წ.-2004 წ. მარტამდე.
32. ყურშუბაძე ეთერი ვაჟას ას. 2005 წ. 18/II-2005 წ. 23/VIII.
33. ფაღავა ნანა 2005 წ.-2006 წ. 1/III.
34. თებიძე სულიკო 2006 წ. 17/III-2006 წ. 8/IX.
35. ახალაძე ნანა 2006 წ. 8/IX-2007 წ. 22/X.
36. კალანდარიშვილი ომარი 2007 წ. 23/X.
37. აბაშიძე მარიზა 2007 წ.
(ბრძანებები დირექტორების დანიშვნა-განთავისუფლებაზე ინახება ავტორთან. ზოგიერთი დირექტორის განთავისუფლების მიზეზი კურიოზული და სასაცილოა).

1902 წ. 20 თებერვალი

მოისმინეს პედაგოგიური საბჭოს თავმჯდომარის მოხსენება გიმნაზიის მოსწავლეებისათვის ჯილდოდ ნ. ვ. გოგოლის ნაწარმოებების კრებულის გადაცემა в день чествования его памяти.
მე-5 კლასიდან 7 მოსწავლეს
მე-4 კლ _ 8-ს
მე-3 კლ. _ 3-ს
მე-2 კლ. _ 2-ს. აღნიშნულია, რომ ეს მოსწავლეები ძალიან კარგად იქცევიან და კარგადაც სწალობენ.

არქივში შემონახულია
Журналь
Педагогического Совета Батумской женской гимназии
მეორე ხაზზე გაურკვეველი ხელწერაა.
февраль, 28 дня 190(2) года.
1904/5 სასწ. წელი.
მასწავლებელთა გვარები
1. ა. თოხაძე _ საღმრთო რჯული.
2. ოლღა ალექსანდრეს ას. ივანოვა _ რუსული ენა.
3. ეკატერინე ივანეს ას. ნაუმოვა _ რუსული ენა.
4. ნინა ანდრეის ას. ზდანევიჩი _ სუფთა წერა.
5. ემანუილ ალექსანდრეს ძე პოტიომკინი _ მათემატიკა, კოსმოგრაფია.
6. ვარვარა ვასილის ას. ისაევა _ მათემატიკა, გეოგრაფია.
7. გალინა დიმიტრის ას. ვლადიკოვა _ მათემატიკა, გეოგრაფია.
8. გიორგი პეტრეს ძე ესიავა _ ისტორია, ფსიქოლოგია.
9. ალექსანდრე ტიმოთეს ძე პივალოვი _ ფიზიკა.
10. ელენა ივანეს ას. სახაროვა _ ფრანგული ენა.
11. ალექსანდრა გრიგორის ას. ტუზოვა _ ფრანგული ენა.
12. ელიზავეტა ალექსანდრეს ას. პახომოვა _ ინგლისური ენა.
13. ივანე ქრისტოფორეს ძე რეიხი _ გერმანული ენა.
14. ვალერიან თეოდორეს ძე ილიუშინი _ ხატვა.
15. ვლადიმერ მიხეილის ძე ვიაზემსკი _ ლათინური.
16. ოლღა ალექსანდრეს ასული ჩუმაჩენკო _ გიმნასტიკა.
17. ნიკოლოზ ნიკოლოზის ძე აგრინსკი _ სიმღერა.
18. მელქონიანი _ საღმრთო რჯული.
ჩემი მოსწავლეობის დროს ალექსანდრა გრიგოლის ას. ტუზოვა #1 სკოლაში რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი იყო. მას ეს გიმნაზია დაუმთავრებია და მასწავლებლობაც დაუწყია იქვე. არაჩვეულებრივი მასწავლებელი, ძალიან მკაცრი და ძალიან სამართლიანი. მისი მოსწავლეები მართლა ფლობდნენ რუსულ ენას. მისი ქალიშვილიც _ მედეა ჟღენტი _ მათემატიკის მასწავლებელი იყო #7 სკოლაში, ძალიან ძლიერი პედაგოგი, საქართველოსა და აჭარის დამსახურებული მასწავლებელი (დიდი ხანი არ არის, რაც გარდაიცვალა). ერთხელ, მე და დოდო ქინქლაძემ მივაკითხეთ სახლში _ დედამისის სურათები გვინდოდა. საშინლად მიგვიღო და არაფერსაც არ მოგცემთ, ნახეთ, რამდენი ალბომი მაქვს დედასიო. თქვენ რომ თქვენი სკოლის გარდაცვლილი მასწავლებლების სურათები გქონდათ დიდ სტენდზე გამოფენილი, რატომ დედას სურათი არ იყოო. (არადა, მართლა იყო). მერეც ვთხოვეთ, არ მოგვცა. მის გასვენებაში მოვიკითხეთ ალბომები და მეზობლებმა თქვეს _ თვითონ დაწვაო.
გიორგი და ვარვარა ესიავებიც კარგად მახსოვს _ ძალიან ღრმად მოხუცებულები რუსულს ასწავლიდნენ პედ. ინსტიტუტში. მგონი, მეთოდისტებიც იყვნენ.
ვალერიან ილიუშინს კი ბევრი იგონებდა, შესანიშნავი მხატვარი იყოო.
არქივი #45. 1912 წ.
13, 14/V ქალთა გიმნაზიაში მოეწყო მოსწავლე გოგონების ნახატებისა და ხელსაქმის გამოფენა. ამაზე ადგილობრივ გაზეთში და გაზეთ „Кавказ“-ში იყო ცნობა და სურათებიც. შესვლა უფასო ყოფილა.
არქივში ძალიან მწირი ცნობებია საბჭოთა ხელისუფლების დამყარების პერიოდის გიმნაზიაზე.
1920 წლამდე, დოკუმენტების მიხედვით, ქალთა გიმნაზიის დირექტორად კვლავ სახაროვაა. ეს ის დროა, როცა ქალაქის მართვა მენშევიკებმა ჩაიგდეს ხელში. გიმნაზიაშიც აირ-დაირია დისციპლინა, სწავლება, აღზრდა. ისეთი ენერგიული და მკაცრი ქალი, როგორიც სახაროვა იყო, ვეღარ ახერხებდა გიმნაზიაში დისციპლინის დამყარებას. ბევრი პედაგოგი წავიდა. შემცირდა მოსწავლეთა რაოდენობაც. სახაროვას გვარი 1921 წლიდან აღარ მოიხსენიება.
ცნობილი მხატვარი ახლა (1992 წ.) ღრმად მოხუცი სილიზნიოვა-ჩაჩუა მიამბობდა, როგორ ყრიდნენ გოგონები მეორე სართულიდან ჩანთებს და თვითონაც ხტებოდნენ. არაფრის და აღარავის გვეშინოდაო. მან მაჩუქა შესანიშნავი სურათი წარწერით: „ჩემს სკოლას სიყვარულით“. მისი ნახატების გამოფენა ბათუმში ორჯერ ყოფილა. სურათი სკოლის დირექტორის კაბინეტში, კარადაში ინახებოდა.
არქ. 65. გვ. 28 1918 წ. 10/VI.
ცნობას ხელს აწერს სახაროვა.
არქ. 68. 1920 წ. 4 ნოემბერი ოქმი.
პირველად ქართულ ენაზე ოქმს ხელს აწერს ბ. დ. ქინქლაძე.
1920 წ. მოსწავლეთა სია ალფავიტის მიხედვით:

სკოლის ისტორია 1918-1941 წლებში

ჩვენი სკოლა ცნობილ პირველ ქართველ ქალს მოქანდაკე-მხატვარს თამარა აბაკელიას (თ. აბაკელიას ცნობილი სურათებია: „კოლმეურნის ოჯახი“, „ქეთევანი“, „შურისძიება“, „სასიხარულო ამბები ფრონტიდან“, „`გიორგი სააკაძე“, „ვეფხისტყაოსნიდან“ ილუსტრაციები, „ბათუმის მუშათა დემონსტრაცია“...სახალხო მხატვარს _ უჩა ჯაფარიძეს აქვს შესრულებული მისი ცნობილი პორტრეტი) დაუმთავრებია (ო. ფირალიშვილი, „თამარა აბაკელია“, 1956). იგი გარდაიცვალა 1953 წელს 48 წლის ასაკში. 1954 წელს, ბათუმში, თ. აბაკელიას გარდაცვლიდან წლისთავზე მოეწყო მისი ნამუშევრების პერსონალური გამოფენა (ასეთივე გამოფენები იყო თბილისში, ქუთაისსა და სოხუმშიც).
სიით სულ 287 მოსწავლეა. მათში რამდენიმე ნაცნობი გვარია: ბაბილინა ხაინდრავა (ჩვენი სკოლის მასწავლებლის ელიკო ქუთათელაძის დედა), თამარა და ლუდმილა ბექაიები _ მამიდაჩემები; პელაგია და ქეთევან საბახტარაშვილები.

აქვე არის დირექტორ ლ. სახაროვას ბიოგრაფიაც. დაბადებულა 1865 წ. პეტროგრადში. დაუმთავრებია ქერჩის ქალთა გიმნაზიის 7 კლასის მთელი კურსი ოქროს მედლით, შემდეგ ამავე სასწავლებლის დამატებითი კურსი და მიუღია წოდება домашней наставницы.

ცნობებია სხვა მასწავლებლებზეც. უმეტესობას განათლება რუსეთის სხვადასხვა ქალაქებში ჰქონია მიღებული.

ფონდი 122/313
1926/27 წ.წ.


მასწავლებლები: ჟორჟოლიანი, ნ. ცინცაძე, გიორგი ჩხაიძე, არჩილ ჭელიძე, ბეგიაშვილი, ლუარსაბ ანთაძე, ნიკიფორე გეგელია, მ. მითაიშვილი, ნინა კაკაბაძე, მუჯირი.

ფონდი 122/313.

10-ა კლასის ხელმძღვანელი ი. გვარჯალაძე.
ხუთი მე-5 კლასია. ხელმძღვანელები: ხოფერია, ცინცაძე, დადიანი.
ოთხი მე-6 კლ. ხელმძღვანელები: თ. ხომერიკი, მ. მითაიშვილი, ირ. აფხაზავა, ნ. ჟორჟოლიანი.
სხვა კლ. დამრიგებლებიცაა: ნ. მუჯირი, ლ. ანთაძე, ვ. ქავჟარაძე, ა. ჩიხლაძე, ი. გელაშვილი, გრ. ჭყონია, გიორხელიძე.

1929 წ. უსწავლია საქ. დამსახ. ექიმ ტ. გეგენავას, კ. გეგენავას, ლ. უკლებას (საოლქო კომ. მეორე მდივანი), ჯანიკაშვილ ილიას (ომში დაიღუპა), სირაძე შოთას (გამომცემლობა `ცოდნა~-ს სწავლული მდივანი), ქეთო ალასანიას (უნივერსიტეტის ლექტორი), ქიქავა როსტომს (ონკოლოგ. საავადმყოფოს მთავარი ექიმი), სალიხ აბაშიძეს (ინფექც. საავადმყოფოს მთავარი ექიმი), ოთარ ფარეიშვილს (ბათუმის პედ. ინსტიტუტის ლექტორი), სოსო ჩხაიძეს (სტომატოლოგიური პოლიკლინიკის მთ. ექიმი), აფაქიძე ვალიკოს (ექიმი, მუშაობდა მოსკოვში), ზინაიდა აფაქიძეს (თამბაქოს ქარხნის დირექტორი).


1934 წ. მასწავლებელთა სიაა:

1. კაკაბაძე ნინა
2. ნაჭყეპია ნინო
3. ქიქავა რადიე
4. ხალვაში ხაჯიე
5. ებრალიძე პატკუ
6. ჭედია ლუბა
7. იმნაიშვილი ანეტა
8. მესხია მარიამ
9. წივწივაძე ნადეჟდა
10. თვალაძე მარიამი
11. მჟავანაძე ბიქტორი
12. ხომერიკი თამარ
13. ფირცხალავა მარიამ
14. ფირცხალავა ლიდა
15. ჩხაიძე თამარ
16. ჭანტურია მელო
17. ჭანიშვილი ქსენია
18. ბენძენაძე ოლია
19. მჟავანაძე მატრონე
20. სარიშვილი თინა
21. ქორიძე ქსენია
22. ჯორბენაძე ვერა
23. ხომერიკი თეო
24. სოხაძე ანა
25. კაკაბაძე ნადეჟდა
26. ბოცვაძე ვახტანგ
27. მეფარიშვილი ლუბა
28. სიორიძე თამარ
29. წივწივაძე შუშანა
30. ვახტანგაძე ალექსანდრე
31. ბახტაძე მარიამ
32. კალანდარიშვილი მარიამ.

როგორც საარქივო მასალებიდან ჩანს, ამ მასწავლებლების დიდი ნაწილი შეთავსებით სხვადასხვა სკოლებშიც მუშაობდნენ.

1934/35 სასწ. წ. 7 სექტემბრიდან დირექტორად დანიშნულია გრიგოლ გორგაძე. მისი მოადგილეა ქსენია ვასაძე.

გრიგოლ გორგაძის პიროვნების შესახებ ბევრი რამ გავიგე: 37 წ. გადაუსახლებიათ. ორი ვაჟი ჰყოლია (ახლა ვერ მივაგენი). გორგაძე ყოფილა შესანიშნავი პიროვნება, სპეციალისტი, დირექტორი. განსაკუთრებით ყვარებიათ უფროსი კლასის ბიჭებს. მის დროს სკოლა ყოფილა მოწინავეთა რიგებში.

შემორჩენილია იმდროინდელ მასწავლებელთა სია:

1. მატრონა მჟავანაძე _ I კლ. მასწ.
2. ელენე წვერავა _ II კლ. მასწ.
3. მარიამ შარაძე _ IV კლ.
4. ქსენია ჟორდანია _ III კლ.
5. ავსოსი მებურიშვილი _ მათემატიკის
6. კონა გიგინეიშვილი _ ქართული ენის
7. ალ. ტუზოვა _ რუსული ენის
8. თამარა სიორიძე _ გერმანულის
9. გრიგოლ გოლეთიანი _ გეოგრაფია-ბიოლოგიის კაბინეტის გამგე
10. პროკოფი მამეიშვილი _ გეოგრაფიის
11. მიხეილ მითაიშვილი _ ისტორიის
12. პარმენ ჯინჭარაძე _ პარტ.ისტორიის
13. სილოვან დადუნაშვილი _ ფიზიკის
14. შალვა ესებუა _ ქიმიის
15. მარგო პოლონიკაშვილი _ ხატვის
16. ლუდვიგ ფირცხალავა _ ხაზვის
17. ალ. ვახტანგაძე _ შრომის
18. ევტიხი პაიჭაძე _ შრომის
19. იაკობ გრძელიშვილი _ სამხედრო
20. ეუბ საკანდელიძე _ ფიზკულტ.
21. არტემ მარგალიტაძე _ მათემატიკა, ფიზიკა, ასტრონომია
22. ქეთო ცხომელიძე _ ბიოლოგიის
23. ალ. ფარცხალაძე (შემდგომში მუსიკალური სკოლის დირექტორი) _ სიმღერის
24. გ. გელეიშვილი _ პედოლოგი
25. კოტე ჯინჭარაძე _ მუსიკის
26. დავით კორძაია _ სკოლის ბუხჰალტერი
27. ტერენტი ხავთასი _ სასულე ორკესტრის ხელმძღვანელი
28. ანგელინა ბორჩხაძე _ საქმის მწარმოებელი


1936 წ. _ დირექტორი ს. ქარუმიძეა. მოადგილეები: თემელა ბეჟანიძე, გრ. გოლეთიანი.

ბათუმში ს. ქარუმიძეზე ვერაფერი მოვიპოვე. არქივში, ბათუმისა და თბილისის ტელეფონების წიგნებშიც ეს გვარი თითქოს სპეციალურად არის ამოშლილი. არავინ არაფერი იცის. და უცბად სასწაული: ექ. გინეკოლოგი მემნუნე უსტიაშვილი მიყვება: ძალიან კარგად მახსოვს, ჩვენი დირექტორი იყო. ოჯახი თბილისში ცხოვრობდა. 37 წ. დააპატიმრესო. იყო დაბალი, მსუქანი და ძალიან სანდომიანი შესახედავი. ასწავლიდა გერმანულს. სტუდენტობის დროს ფსიქიატრიულ საავადმყოფოში წაგვიყვანეს პრაქტიკაზე. იქ ეზოში ბევრი ავადმყოფი იყო. მათში მე ჩვენი დირექტორი ვიცანი. მისკენ გავიწიე, მაგრამ მან ძალიან ფრთხილად თითი მიიდო ტუჩთან _ გაჩუმდიო. ძალიან გამიკვირდა. მერე, როცა ბათუმში დავბრუნდი ახლობლებმა მითხრეს, 37-ში დააბრალეს რაღაცა და ნერვიულობით ფსიქიატრიულში მოხვდაო. შემდეგ მასწავლებლებმა _ ნინა კაკაბაძემ, ფარცხალაძემ, მ. ჩიტაიშვილმა, ბ. დადუნაშვილმა მითხრეს _ მგონი საავადმყოფოში დახვრიტესო.

მ. უსტიაშვილის მონაყოლიდან:
მასწავლიდნენ ისეთი დიდი მასწავლებლები, როგორებიც იყვნენ: კონა გიგინეიშვილი, მ. ჩიტაიშვილი, ა. ტუზოვა, ცხომელიძე, ქარუმიძე, ნ. კაკაბაძე. წარჩინებული სწავლისთვის მე და ოთარ გოცირიძე (მოსკოვში მოღვაწეობდა) 100 მან. დაგვაჯილდოვეს. ეს მაშინ ძალიან დიდი ფული იყო. ჩხიკვიშვილები _ დათო და ირაკლი (დათო საქ. განათლების მინისტრი იყო) ჩემთან სწავლობდნენ.

1937 წლის რეპრესიებს შეეწირა ამ სკოლის კიდევ ერთი დირექტორი _ ირაკლი ღლონტი. მასზეც ვერაფერი გავიგე. ამბობდნენ გაგვიგია, რომ ძალიან მაგარი დირექტორი იყოო. ისიც გავიგე, სად ცხოვრობდა, მაგრამ თითქოს ახლაც ეშინოდათ, არავინ მასზე არაფერი არ იცოდა. მერე დავიწყე თბილისში ძებნა. ღლონტების 80 ოჯახში დავრეკე. არავინ არაფერი იცოდა. ყველანაირი იმედი რომ დავკარგე, სწორედ მაშინ მივაგენი. ჩემს შვილ ზაზასთან თბილისში მოვიდნენ მისი რაგბისტი მეგობრები. ლაპარაკში გავიგე, რომ ერთ-ერთი ირაკლი ღლონტი იყო. გაოცება რომ გამოვხატე და მოვუყევი ჩემი გასაჭირი, მან გაიცინა: ცირა დეიდა, მაგ ირაკლის პატივსაცემად დამარქვეს მეც ირაკლიო. იგი ჩემი ბაბუას ძმა ყოფილა და მთელი ოჯახი 1937 წელს ამოუწყვეტიათო. სახლში მხოლოდ პატარა სურათი (ისიც ჩუმად) გვაქვს და ხელჯოხი წარწერით: „6ბ კლასის მოსწავლეებისაგან საყვარელ ირაკლი მასწავლებელს 1925 წ.! “მან სურათიც და ჯოხიც მომიტანა. ახლა ორთავე ჩემთან დარჩება, სანამ სკოლაში მუზეუმი გაიხსნება.

სამამულო ომის წლები

ომი რომ დაწყებულა, ჩვენი სკოლის მეათე კლასის მოსწავლეები მოხალისედ წასულან. ნაწილი არ დაბრუნებულა. ჩვენი სკოლის მასწავლებელმა დოდო ქინქლაძემ და მაშინ სრულიად ახალგაზრდა ცირა კვაჭანტირაძემ შეუძლებელი შეძლეს და ყველა მათგანის ვინაობა დაადგინეს. მათი სურათები დირექტორის კაბინეტის წინ იყო გამოფენილი (ც. შარაძის დირექტორობის დროს). დ. ქინქლაძემ და ც. კვაჭანტირაძემ მოახერხეს მათ ახლობლებთან კავშირი. დაჰყავდათ პიონერები და ოქტომბრელები მათთან შესახვედრად, სურათების წინ ყვავილნარი იყო და მუდმივი ცეცხლი ენთო. შემდეგ ეს სურათები გაქრა (რემონტის მერე). ყველა ცნობა, ალბომები, მათი წერილები ჯარიდან ინახება დოდო ქინქლაძის, თამრიკო და დოდო ჭანტურაიების ოჯახებში. დიდი წილი მასალისა იქ ჩემიც არის. სად წაგვეღო, ველოდით დროს.


ამ გამოშვების მოსწავლეებმა ატესტატი მიიღეს 1941 წლის 22 ივნისს, სამამულო ომის გამოცხადების დღეს.თითქმის ყველა იბრძოდა დიდ სამამულო ომში. მათ შორის კუკულაძე, ჯაველიძე, გოგოძე. დაიღუპნენ: ბორის დოლიძე, ჯიბლაძე, ვოვა ჯორბენაძე. მათ შეიძლება "ღიმილის ბიჭები" ვუწოდოთ.

ამ კლასში სწავლობდნენ:
1. ნოდარ ალანია _ ფილოლოგი, ლიტერატურის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი, მეცნიერებათა დოქტორი
2. მიხეილ ხვინგია _ აკადემიკოსი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი. მისი ძმაც ამ სკოლაში სწავლობდა: ლეო ხვინგია _ სკოლა დაამთავრა 1943 წელს.
3. ვაჟა ჩხაიძე _ ექიმი, საქართველოს სისხლის გადასხმის ინსტიტუტის უცვლელი მთავარი ექიმი. დიდი ხანი არ არის, რაც გარდაიცვალა. მისი ძმა _ რეზო ჩხაიძემ (უფროსი 2 წლით) დაამთავრა სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი. იყო ტექნოლოგი. სამამულო ომის დროს იყო ავია გამანადგურებელი მფრინავი. მასზე ძალიან ბევრი იწერებოდა გაზეთებში.
4. გალაქტიონ სიხარულიძე (კუსა) _ ფილოლოგი, პედაგოგოიურ მეცნიერებათა დოქტორი.
5. მამია კუკულაძე _ ტექნოლოგი.
6. გივი გორდეზიანი (სწავლობდა თსუ-ში იურიდიულ ფაკულტეტზე)
7. გივი ჭანიშვილი _ პედაგოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი
8. ჟორა გოგოძე _ ინჟინერი.
9. ლარისა ქიქოძე _ ექიმი
10. ლილი ჩიგოგიძე _ ექიმი
11. დოდო ქინქლაძე _ პედაგოგი
12. ლეილა ნადარეიშვილი _ ინჟინერი, არქიტექტორი.
13. ნინა ვასაძე _ ექიმი
14. თეიმურაზ ხავთასი
15. ალექსანდრე (შურა) ჯაველიძე _ არქიტექტორი
16. მერი ბორჩხაძე _ პედაგოგი და სხვები.

ზემოთ ჩამოთვლილი კლასელებისაგან ამჟამად ცოცხალია სიხარულიძე კუსა, ქიქოძე ლარისა, ბორჩხაძე მერი.
ამ კლასის მასწავლებლები იყვნენ ნული კლასიდან: იმნაძე ელენე და ლოლუა მარო. შემდეგ კლასებში: კვაჭაძე თამარ, გიგინეიშვილი კონა, კასრაძე ვიქტორი, ალექსანდრა ტუზოვა, სიორიძე თამარ, ცხომელიძე ქეთო, ბარქაია თამარ, ლორთქიფანიძე გრიშა (დირექტორი). წინა კლასებში მათთან სწავლობდნენ ძმები ბიჭუნა და ვალიკო კანდელაკები, დავით და ირაკლი ჩხიკვიშვილები, ბიჭიკო ცინცაძე (კალისტრატე ცინცაძის შვილიშვილი), გენო მგალობლიშვილი, როსტომ ქიქავა, ლევან აბაშიძე, ოთარ გოცირიძე და სხვები.

მომდევნო კლასში 1942 წლის კურსდამთავრებულები იყვნენ: თავბერიძე ნოდარ, არობელიძე გოგი, ნემსაძე ოთარ, გორგაძე თემურ, ფარცხალაძე მერაბ, იორაშვილი ნანული, ჩხატარაშვილი ლილი (ნუნუს და), ეთერ მელაძე, დარჩია ნუნუ, ბარაბაძე ნუნუ, ორჯონიკიძე დიანა და სხვები.
1943 წლის კურსდამთავრებულები იყვნენ: იორაშვილი კოტე, კვახაძე ნელი, ჭიჭინაძე ჟალე, კახეთელიძე ნათელა, გრიგოლია ლარისა, კუხიანიძე ჯანიკო, ბერძენიშვილი ლენა.

1944 წელს სკოლა გაიყო ქალთა და ვაჟთა სკოლებად. გოგონების ნაწილი გადაიყვანეს #1 ქალთა სკოლაში (შაუმიანის ქუჩაზე), ხოლო ნაწილი _ #2 ქალთა სკოლაში (პუშკინის ქუჩაზე). ჯინჭარაძის ქუჩაზე (ყოფილი გურიის შესახვევი) ყოფილ #4-ე სკოლას ეწოდა #1 ვაჟთა სკოლა.

1945 წ. (ომის დამთავრების წელს) იყო #1 ვაჟთა სკოლის მეორე გამოშვება. აქ იყვნენ: გივი ჯინჭარაძე, კოკა ჭავჭანიძე, დიმიტრი (ხუტუ) ბაძგარაძე, ნოდარ სიხარულიძე, ფუსო (კარლემ) ცინცაძე, ალიოშა გრიგოლია, ტრისტან სიხარულიძე, ოთარ კაჭახიძე, ნოდარ სვანიძე, იური დვალი, ოთარ მიქაძე, იური ცინცაბაძე, ჭუკა (ედუარდი) ჯოჯუა, კუკური მეფარიშვილი, ვახტანგ ქაშიბაძე, კოკა ჭავჭანიძემ და იური დვალმა სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრეს.

1941 წლის გამოშვების მოსწავლეთა უმეტესობა ეწეოდა შემოქმედებით ცხოვრებას (განსაკუთრებით ვაჟები). ნოდარ ალანია იყო ბრწყოინვალე ფილოლოგი. შურა ჯაველიძემ სკოლის პეწრიოდში დაწერსა პიესა ”დაუთ”, რომელიც დაიდგა მასწავლებელთა სახლის სცენაზე. აგრეთვე პიესა ”გარიჟრაჟზე”. მის სამწერლო (დრამატურგიულ) მოღვაწეობას ხელი შეუშალა სამამულო ომმა. ომიდან დაბრუნებულმა გადაწყვიტა, გამხდარიყო არქიტექტორი. ეს კი განაპირობა არქიტექტორ, საბჭოთა კავშირის გმირის ირაკლი ციციშვილის მიერ ომში ბრძოლის დროს მტრის მიერ აფეთქებული ხიდის ორ დღეში აშენებამ.

ეს ცნობები 2009 წლის აგვისტოში მომაწოდა შურა ჯაველიძის დამ _ ქეთინო ჯაველიძემ. იგი ჩვენს სკოლაში დაწყებით კლასებში სწავლობდა და მას ასწავლიდნენ თურმე მატრონა მჟავანაძე, იულია გეგია, ბაბო ლორთქიფანიძე.
მასთან ერთად სწავლობდნენ: ინასარიძე მარგო, ვასაძე გივი, ზინა გეგუჩაძე, ჟორა დოხნაძე, სოსო მიქელთაძე, ნოდარი სვანიძე, ფხაკაძე ლილი, ახობაძე ეთერი, ჯაყელი თალიკო (კახა თარგამაძის დედა), მაყვალა ტუღუში, კაჭახიძე ოთარი, ნათელა კვაშალი, დარეჯან მეგრელიძე, იური კანდელაკი, ეთერი ბერძენიშვილი, თინა სარჯველაძე, მერი საჯაია, მერი ცხოიძე (ნოდარ დუმბაძის მუზა), მეოთხე კლასიდან მერი გადაიყვანეს სოფ. ხიდისთავში, სადაც იზრდებოდა ნოდარ დუმბაძესთან ერთად.

ამ კლასელებზე სურათები მომაწოდა ვაჟა ჩხაიძის მეუღლემ _ ჯავახაძე ნანულიმ (ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი)






1941 წლის კურსდამთავრებულები ნულ კლასში. ხელმძღვანელი მარო ლოლუა საქართველოს დამსახურებული მასწავლებელი








1941 წლის კურსდამთავრებულები 10-ე კლასში. I რიგი: ?, ნადია კანაპლია, დოდო ქინქლაძე, ეთერ ნიკოლაიშვილი, თალიკო სადრაძე. II რიგი: ბიოლოგიის მასწავლებელი დარეჯან ლომთათიძე, ლიტერატურის მასწავლებლები: ვიქტორ კასრაძე, მარია ბარქაია; გრიშა ლორთქიფანიძე _ ისტორიის მასწავლებელი, სკოლის დირექტორი, მათემატიკის მასწავლებელი _ თამარ კვაჭაძე, საქართველოს დამსახურებული მასწავლებელი; ფიზიკის მასწავლებელი _ ელენე მჟავანაძე; III რიგი: მამია კუკულაძე, ვლადიმერ (ვოვა) ჯორბენაძე (კომკავშირის მდივანი) მანონი ხელაია, მერი ბორჩხაძე, ნინა ვასაძე, ლარისა ქიქოძე, ძაბული ხელაია; IV რიგი: ჟორა გოგოძე, გიორგი ჯიბლაძე, თემურ ხავთასი, ვაჟა ჩხაიძე, კუსა (გალაკტიონ) სიხარულიძე, შურა (ალექსანდრე) ჯაველიძე.




1941 წლის კურსდამთავრებულები სტუმრად მასწავლებლებთან

I რიგი: ?, მერი ბორჩხაძე, ბიოლოგიის მასწავლებელი დარეჯან ლომთათიძე, შურა ჯაველიძე, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, საქართველოს დამსახურებული მასწავლებელი _ თინა სიხარულიძე, ლილი ჩიგოგიძე, მათენმატიკის მასწავლებელი, საქართველოს დამსახურებული მასწავლებელი _ თამარ კვაჭაძე, მათემატიკის მასწავლებელი _ ლალიკა (ვლადიმერ) თალაკვაძე; II რიგი: ვაჟა ჩხაიძე, ქეთო ლალებაშვილი; III რიგი: მიშა ხვინგია, ლარისა ქიქოძე, ჯუკული გამსახურდია, კალანდაძე, თემურ ხავთასი, მარგო უგრეხელიძე, დოდო ქინქლაძე.

მოსწავლეები კლასის ხელმძღვანელთან _ თინა სიხარულიძესთან


სტუმრად მშობლიურ სკოლაში, 1971 წლის ოქტომბერი

მარცხნიდან მარჯვნივ: კუკური კაკაბაძე, სიკო (თემურ) ხავთასი, გივი გორდეზიანი, ვაჟა ჩხაიძე, რეზო მხეიძე, ლელიკო ქიქოძე, გივი ანთელავა, გივი კვაჭანტირაძე, გივი ფანცულაია


მოსწავლეების გარდა მასწავლებლებიც გაიწვიეს ჯარში. დირექტორი გრიშა ლორთქიფანიძე მოხალისედ წასულა. დირექტორად მისი მოადგილე ქსენია დარჩენილა. ლორთქიფანიძე დაჭრილი დაბრუნდა, მაგრამ ახალგაზრდა მასწავლებელი _ სასწავლო ნაწილის გამგე გრ. ხინიკაძე არ დაბრუნებულა ფრონტიდან.

ჯარში წასულა სკოლის ცეკვის მასწავლებელი საშა ჯიჯეიშვილი. ისიც და სხვა ბიჭებიც მატარებელზე მთელ სკოლას გაუცილებია.

ჩვენი სკოლადამთავრებული ნაჭყეპია გენერალი გახდა. კარლო კარკალაია _ მაიორი, ჩხაიძე რეზო (შემდგომში სოხუმის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის რექტორი) გმირობაზე იყო წარდგენილი (საბუთები დაკარგულა).

ჩვენი ეზოდანაც (სკოლის წინ) პატარაია, გაბაშვილი, სულაქველიძე, მალაზონია არ დაბრუნებულან. დედები ტიროდნენ, უპალტოოდ როგორ გავუშვითო.

შემდეგ მალაზონიას მამამ პოეტმა ნესტორ მალაზონიამ შვილის ხსოვნას შესანიშნავი ლექსი უძღვნა _ „მოდიან შვილო ჯარისკაცები“.

16 წლის ვახტანგ ბერეჟიანი გაპარულა ფრონტზე, ტანკისტი ყოფილა, დაჭრილა, მოეწამლა სისხლი და ძალიან მძიმე მდგომარეობაში დაბრუნდა. მალე წამებით გარდაიცვალა.

სკოლაში გაძლიერებული სამხედრო სწავლება შემოიღეს. I სართულზე დერეფნის ბოლოში მარცხენა მხარეს პატარა ოთახში სამხედროებმა დააყენეს დანადგარები. ოთახი გაავსეს აირწინაღები (შემდეგ ეს ოთახი გავანთავისუფლე დანადგარებისგან და ჩემი რუსული ენის კაბინეტი იყო).

მასწავლებელი თამარა კვაჭაძის ნაამბობიდან: სრულიად ახალგაზრდა ვიყავი, როცა ლორთქიფანიძე ჯარში წაიყვანეს. სასწავლო ნაწილის გამგე ქ. სვანიძე დიპლომზე წავიდა. სკოლაში მე დავრჩი. აკანკალებული, ყოველ წუთს ვღებულობდი ფრონტიდან ჩვენი ბიჭების დაღუპვის ამბებს. ვალოდია სანიკიძე (შემდგომში ამავე სკოლის დირექტორი) მაშინ იყო საოლქო კომიტეტში კომკავშირის მდივანი. გამომიძახა და მაცნობა, სკოლა ნიღბებით გადარბენაზე უნდა წავიდეს მწვანე კონცხამდეო. მხოლოდ ბიჭები იყვნენ გამოძახებული. მშობლებმა გოგონებიც მოიყვანეს, ეგება თამარა მასწავლებელს გოგონებიც უნდაო. არც ერთი ბიჭი არ დაგვკლებია. დილით ქანცგაწყვეტილები დავბრუნდით.

თამარა კვაჭაძე. ბათუმში ყველა იცნობდა თამარა მასწავლებელს, საქ. დამსახურებულ მასწავლებელს, ლენინის ორდენოსანს. ყველა, ვისთვისაც მას უსწავლებია, დიდი სიყვარულით იგონებს: ყველას როგორ შეგვაყვარა მათემატიკა და, რაც მთავარია, მასწავლებლობაო. მისი ყველა გაკვეთილი ყოველთვის საინტერესო იყო. არ არსებობდა მისთვის სუსტი, უდისციპლინო მოსწავლე. იყო ძალიან მკაცრი და ძალიან მომთხოვნი. ატარებდა საქალაქო, საოლქო გაკვეთილებს, მეტად საინტერესო მათემატიკურ საღამოებს. მიუხედავად დიდი უბედურებისა (სამი შვილი გარდაეცვალა), სითბოსა და სიყვარულს გამოხატავდა თითოეული მოსწავლის მიმართ.

1982 წლით არის დათარიღებული მისი ყოფილი მოსწავლის მიხეილ ხვინგიას (ხვინგია მიხეილ ვლადიმერის ძე _ საქართველოს მეცნირებათა აკადემიის წევრ-კორესპოდენტი, ტექნიკის მეცნიერებათა პროფესორი, საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე) წიგნი „მექანიკური რხევების გამოყენებითი თეორიის საფუძვლები და მანქანათა დინამიკა“. „მორიდებით გჩუქნით ჩემო საყვარელო მასწავლებელო“ _ აწერია წიგნს. ასეთი წიგნები და საჩუქრები იქნება ომარ გვარიშვილის ოჯახშიც. იგი, ალბათ, არ დაიზარებს სკოლის მუზეუმისთვის პატივცემული და საყვარელი თამარა მასწავლებლის ნივთებს.

სკოლის ისტორია. ბოლო წლები.

დირექტორი და სასწავლო ნაწილის გამგე სისტემატიურად ესწრებოდნენ გაკვეთილებს. ეს არ იყო შიშისმომგვრელი (როგორც ადრე ხდებოდა სკოლებში). ჩვეულებრივი, როგორც თვითონ ამბობდნენ, "აზრის გასაზიარებელი" გაკვეთილები. ხშირად ვიგონებ, როგორ არჩევდნენ შემდეგ ამ გაკვეთილებს: ლამაზად, მოზომილად. ყველა კარგს აუცილებლად აღნიშნავდნენ, თუ რაიმე ნაკლს აღმოაჩენდნენ, დასძენდნენ: "მგონი", "უკეთესი ხომ არ იქნებოდა"; "ვცადოთ ასე"; "ნახეთ, სხვაგან როგორ კეთდება" და ასე შემდეგ.

ამიტომაც, მოსწავლეებიც და მასწავლებლებიც სიხარულით გადიოდნენ სკოლაში. დამლაგებლებიც კი სხვანაირები იყვნენ: სულ გაღიმებულები ეგებებოდნენ ყველას.

დირექტორი მკაცრი იყო, მომთხოვნი, მაგრამ სამართლიანი. მისაბაძი იყო მისი ყველა მოქმედება _ დაწყებული ჩაცმულობით, საუბრით, სხვისადმი დიდი ყურადღებითა და სითბოთი. ქალბატონ ნატოს ალბათ შენახული ექნება თავისი მოხსენებები, რაც ძალიან გაამდიდრებდა სკოლის მუზეუმის არქივს.

გაუგებარი დარჩა, ვისი ან რისი მიზეზით, რატომ გაიყო ეს სკოლა და მერე რატომ შეერთდა. ფაქტი კი ერთია: არც მასწავლებლებს და არც მოსწავლეებს არ დაავიწყდებათ "ელემენტარულ" სკოლაში გატარებული სამი წელი.

კვლავ ერთად ვართ ყველა ჩვენს #2 საშუალო სკოლაში. ყველაფერი ძველებურად არის: მუზეუმის საქმე არავის არ აინტერესებს. მე კი მენანება ამდენი შრომა. 2000 წლის 26 სექტემბერს ჩვენს სკოლას დაარსებიდან 100 წელი შეუსრულდა. თარიღის აღსანიშნავად ზარიც არ დარეკილა. მეც შემეძლო მეყვირა, დამერეკა, მაგრამ ალბათ წყენამ, ტკივილმა დამძლია.

2005 წლის აგვისტოში გავედი პენსიაზე. იმედი, რომ მუზეუმი გაკეთდებოდა, აღარ მქონდა. არა და რამდენი რამე მაკავშირებს ამ სკოლასთან (ტერიტორიულადაც კი): ბაბუას შენობის ასაშენებლად 100 მანათი გადაუხდია, მამიდამ, ჩემმა მეუღლემ, სამმა შვილმა ეს სკოლა დაამთავრეს. დედაც და მეც ამ სკოლიდან გავედით პენსიაზე. რამხელა სურვილი მქონდა, რომ ამ სკოლაში მომუშავე მასწავლებელზე აღნუსხული ყოფილიყო ყველაფერი _ სურათებიც, მასალებიც. ვიმედოვნებდი, რომ გავაკეთებდით სკოლის მუზეუმს: ყველა კურსდამთავრებული დატკბებოდა საკუთარი კლასის სურათების, ცნობების ხილვით. მე ბევრი მოვიძიე, აღვადგინე. მაქვს 1902 წლის, 1909, 1918, 1924, 1935, 1938, 1940 და ა.შ. წლების ყველა მასწავლებელთა სიები და მოსწავლეთა გამოშვების სურათები. და რაც ყველაზე მთავარია _ პირველი გამოშვების სურათი, რომელსაც აწერია 1904 წელი.

ამობეჭდილი მაქვს ყველა დირექტორის დანიშვნისა და განთავისუფლების ბრძანებები, მათი სურათები (ნაწილი მუზეუმის განადგურების დროს დაიკარგა); მაქვს მეტად საინტერესო ცნობები სკოლის ბიბლიოთეკაზე, განსაკუთრებით კონა გიგინეიშვილის ღვაწლზე.

მაქვს მოსწავლეების მიერ სკოლაში სხვადასხვა დროს ხელნაწერი გაზეთები, ალბომები; მოგონებები მასწავლებლებზე, ერთმანეთზე. შეგროვებული მაქვს მასალები ჩვენ სკოლადამთავრებულ სპორტსმენებზე. და, რაც მთავარია, მასალები ყველა სახელოვან ადამიანზე, ვისაც ჩვენს სკოლაში მიუღია განათლება. ასეთები კი ძალიან, ძალიან ბევრია, აქ ყველაფერი ვერ ჩავატიე. საჩქარო კი არის: მიდის ძველი თაობა. მათ ბევრი სასიკეთო საქმის გაკეთება შეუძლიათ ჩვენი სკოლისთვის. საჩქაროა, არ დაიკარგოს. მასწავლებლის დიდ შრომას დაფასება ყოველთვის უხდებოდა და ალბათ ასე უნდა იყოს მომავალშიც. მასწავლებელმაც ძალიან უნდა შეაყვაროს მასწავლებლობა მომავალ თაობას.

აი სია ბათუმის #2 საჯარო სკოლაში მომუშავე პედაგოგებისა. მათშიც არიან ჩვენი სკოლადამთავრებულები, შესანიშნავი, შრომისმოყვარე, ენერგიული პედაგოგები.

ბევრია ძველი, დამსახურებული, სახელოვანი მასწავლებელიც. მათ შრომას, ღვაწლს როგორ უნდა დაფასება! იყო დრო, როცა ალბათ ყველამ (არსებობისთვის) პროფესია შეიცვალა, პედაგოგები კი გასამრჯელოდ, ისიც არა სისტემატიურად, კუპონებს ღებულობდნენ. მათი შრომა მართლა გმირობა იყო. არც ერთ მათგანს ბავშვებისთვის არ უღალატია. სკოლა იყო მაინც სკოლა. ახლაც მათ სკოლისადმი, საქმისადმი სიყვარული ამოძრავებთ. ვეფერები ყველა მათგანს და იმედს არ ვკარგავ, რომ ჩვენს სკოლაში (მათი დიდი მონდომებით) იქნება მუზეუმი, რომელშიც მათი შრომა იქნება აღნიშნული და დაფასებული.

სკოლა დღეს

აი, ბათუმის #2 საჯარო სკოლის პედაგოგიური კოლექტივის სია (2008 წელი):

ბათუმის #2 საჯარო სკოლა

დირექტორი _ მარიზა აბაშიძე

მოსწავლე _ 1502
კლასი _ 57

დირექტორის მოადგილეები:

ა) ომარ კალანდარიშვილი
ბ) მედეა ცინცაძე
გ) ფატი მახარაძე
დ) მადონა ფედიჩკინა
ე) გურამ ჯღარკავა

პედაგოგები:
1. ნანი აფხაძე, 2. ნათელა ახვლედიანი, 3. მადლენა ბანძავა, 4. ციალა ბეჟანიძე, 5. გოგი ბერიძე, 6. მზია ბერიძე, 7. ნარგიზი ბერიძე, 8. ლია ბიბილაშვილი, 9. ინგა ბილიხოძე, 10. ნანა ბურჭულაძე, 11. ნანი ცინარიძე, 12. მედეა ცინცაძე, 13. მაკა ცომაია, 14. შუშანა დავითაძე, 15. ვაჟა დოლიძე, 16. თინათინ დონაძე, 17. თამარ ფარტენაძე, 18. მადონა ფედიჩკინა, 19. მაკა ფომენკო, 20. ნანა ფხაკაძე, 21. ნინა გაგუა, 22. ნინო ჩავლეიშვილი, 23. ლეილა გეგენავა, 24. მანანა გეგენვა, 25. ლიანა გერგეშანია, 26. მარინე გეთია, 27. ცისანა ჩიკვაიძე, 28. ქეთევან გიორგაძე, 29. ირმა გიორხელიძე, 30. მანანა გობრონიძე, 31. ნინა გოგიბერიძე, 32. შორენა გოგიბერიძე, 33. ლილი გოგიტიძე, 34. ლუარა გორდაძე, 35. ზოია გორდაძე, 36. მზია გორდელაძე, 37. ნონა გორგილაძე, 38. მანანა გორგოშაძე, 39. მზიური გორგოშაძე, 40. მედეა ჩუბინიძე, 41. ანგელინა გუგუშვილი, 42. მადონა გვარამია, 43. მზია ჩხაიძე, 44. მზევინარ იმედაშვილი, 45. მზევინარ ჯაყელი, 46. ნონა ჯაყელი, 47. ნონა ჯინჭარაძე, 48. ვერონიკა ჯორბენაძე, 49. ირმა კაკაბაძე, 50. ომარ კალანდარიშვილი, 51. ლიანა კასპელაშვილი, 52. მედეა კეშელავა, 53. ჯეირან კოჩაძე, 54. თამარ კონცელიძე, 55. რუსუდან კუბლაშვილი, 56. ცირა კვაჭანტირაძე, 57. თამარ კვაჭანტირაძე, 58. ანა ლორია, 59. ირინე მამალაძე, 60. ფატი მახარაძე, 61. მაგული მემარნე, 62. ზინაიდა მიქაბერიძე, 63. ლამარა მიქელაშვილი, 64. სემაელ მიქელაძე, 65. სალომე ნაკაიძე, 66. ინგა ნიშნიანიძე, 67. ქეთევან პაპავა-ლობჟანიძე, 68. მარიამ პაპოშვილი, 69. ნანა პაპუნაიშვილი, 70. ნატალია ქურიძე, 71. სანათა ღაღაიშვილი, 72. ლეილა სადრაძე, 73. მარინა საჩკო, 74. რუსუდან სანიკიძე, 75. ლეილა შარაბიძე, 76. ირინა სარუხანიანი, 77. ნანა სიხარულიძე, 78. ნათია სიხარულიძე, 79. ლუარა სტასენკო, 80. ლია სურმავა, 81. ნაზიბროლა სვანიძე, 82. გუგული ტაბიძე, 83. თამარ თარალაშვილი, 84. გულნარა თავდგირიძე, 85. სულიკო თებიძე, 86. ნინო თედიაშვილი, 87. ინეზა თედორაძე, 88. კარლო ტრაპაიძე, 89. სულიკო თურქია, 90. ციცინო ტურძილაძე, 91. ნატო ურუშაძე, 92. ირმა ვადაჭკორია, 93. რუსუდან ვადაჭკორია, 94. ნანა ვარშანიძე, 95. დალი ჭელიძე, 96. ნინო ჭელიძე, 97. მზისადარ წიქორიძე, 98. ლარისა წოწონავა, 99. ქეთევან წოწონავა, 100. ნინო ხალვაში, 101. იდა ხოფერია, 102. ნარგული ხოროიშვილი, 103. ალექსანდრე ყიფიანი, 104. ეთერ ყურშუბაძე, 105. თეონა ყურშუბაძე, 106. ირინა მგელაძე, 107. ნაირა ჭკუასელი, 108. ნანა ფაღავა, 109. ხათუნა ბაღდადიშვილი, 110. იზა ანდღულაძე, 111. სოფიკო კომახიძე, 112. ლია ჩაგუნავა, 113. სედა ქონიანიძე-გიორგაძე, 114. ლაურა ვარშანიძე


ტექნიკური პერსონალი

1. გურამ ჯღარკავა, 2. მზევინარ ფარსენაძე, 3. შორენა დოლიძე, 4. გულიკო ბასილაძე, 5. აზა ვეკუა, 6. ჯულიეტა ხაბაძე, 7. ეთერ აბაშიძე, 8. ჟანა ახვლედიანი, 9. თინათინ ჩიკვაიძე, 10. ინგა დევაძე, 11. ქეთევან გათენაძე, 12. ვახტანგ კუნჭულია, 13. კარინე მკრტიჩიანი, 14. ალიონა სინელნიკოვა, 15. ლიანა შაინიძე, 16. მერი კუპრავა, 17. სილვა გრიგორიანი, 18. გულნაზი ყაჭეიშვილი, 19. თამილა შეყრაშვილი, 20. რუსუდან ანთიძე, 21. ნაზი ვარშანიძე, 22. ქეთევან ძნელაძე
სულ ახლახან ფიზ. კულტურის მასწავლებელმა _ კარლო ტრაპაიძემ გამომიგზავნა ახლანდელი სპორტსმენი მოსწავლეების სია, თქვენი მოსწავლეები იყვნენ და გაგახარებთო.

მოსწავლეთა შორის:

1. საქართველოს ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონი ჭადრაკში სალომე მელია
2. საქართველოსა და ევროპის ჩემპიონი ჭადრაკში _ ლორთქიფანიძე ნოდარი
3. აჭარისა და საქართველოს ცემპიონი საქართველოს ჩოგბურთში _ ვერა გურიელიძე
4. აჭარის ჩემპიონი მაგიდის ჩოგბურთში _ თამაზ ზაქარაძე
5. აჭარისა და საქართველოს ცემპიონი ჭიდაობაში _ ირაკლი თოლორაია
6. საქართველოს პროზიორი ფარიკაობაში _ კახა კეშელავა
7. აჭარისა და საქართველოს ჩემპიონი მაგიდის ჩოგბურთში _ ტაბაღუა ბექა
8. საქართველოს ნაკრების წევრი, აჭარისა და საქართველოს ჩემპიონი ჭიდაობაში _ ფართენაძე გიგა
9. სპორტის ოსტატი ფარიკაობაში _ დოლძე კახა.

სკოლის მუზეუმის ისტორია

I საშუალო სკოლაში 1978/1979 სასწ. წელს გადმოვედი #2 საშუალო სკოლიდან. სკოლის დირექტორი იყო ბატონი ზია კომახიძე, რომელსაც ძალიან კარგად ვიცნობდი ჩემი მშობლებისაგან. სკოლის პედკოლექტივიც ახლობელი იყო ჩემთვის. სანამ დედა პენსიაში გავიდოდა, სკოლაში ყველა ღონისძიებას ვესწრებოდი, ისედაც ყველა ჩვენს ოჯახში იყრიდა თავს. ყვებოდნენ სკოლის წარსულზე, იგონებდნენ წარსულ პედაგოგებს, სინანულს გამოთქვამდნენ, რომ ასეთ ხალხზე ახალგაზრდობამ არაფერი იცის. ნეტავი წასული პედაგოგების სურათები მაინც ინახებოდეს სკოლაშიო. ხშირად სიამაყით იხსენებდნენ იმათ, ვინც სკოლა დაამთავრა და ახლა საამაყონი არიან. მე მინახავს სკოლის მაშინდელი ბიბლიოთეკა - უმდიდრესი და უძველესი. სკოლაში იყო ხალიჩები, რომლებსაც ფენდნენ ღონისძიებების დროს. იყო უძვირფასესი ჭურჭელი, რომელზედაც ამოტვიფრული იყო Ж. Г. Батуми (Женская гимназия г. Батуми), იყო სასულე ორკესტრის ყველა ინსტრუმენტი (ახლახან ანდერკინ კოპლატაძემ გამოსცა მოგონებების წიგნი, რომელშიც სასწაული სიზუსტით აღეწრს ჩვენი სკოლის სასულე ორკესტრს). ინახებოდა ბროლის დიდი ვაზები, სარკეები, დიდი საათები, სპორტული თასები, რომელთაც უკან ამოტვიფრული ჰქონდა, თუ რომელი წლის კურსდამთავრებულებისაგან იყო ისინი დატოვებული სკოლაში.

დედას ჰქონდა ალბომები, სურათები, წერილები, ჩანახტები, მოსაწვევი ბარათები, მიძღვნილი სხვადასხვა ღონისძიებებისადმი. ყოველივე ამის ნახვა სიამოვნებას მგვრიდა.



მასწავლებელი ა. ტუზოვა, რომელიც მაშინ რუსულ ენას ასწავლიდა, 1954 წელს დედასთან (მარიამ კეჩხუაშვილთან) ყვებოდა _ მე ეს სკოლა მაქვს დამთავრებული, როცა ქალთა გიმნაზია იყოო . გვაჩვენებდა მის მაშინდელ სურათებს და გვიყვებოდა მასწავლებლებზე (დაახლოებით 19o4-1905 წლების შესახებ): _ ისეთი სისასტიკე, სიმკაცრე იყო სკოლაში, რომ ბუზის ხმას გაიგონებდითო. ხშირად იმართებოდა საღამოები, სადაც ნება გვქონდა მოვსულიყავით გამოსასვლელ ტანისამოსშიო. დირექტორი კი ისეთი გრძელი კაბებით დადიოდა, რომ ბავშვები მივყვებოდით უკან და კაბის კუდს ვუწევდითო. სურათები ტუზოვას პატარა ძველებურ ალბომებში ჰქონდა, ალბომები კი _ პატარა ზანდუკში.

მოყოლილიც და ნანახიც ძალიან მაინტერესებდა. მერე ბაბუამაც რომ თქვა, დედათქვენი სადაც მუშაობს, მაგ სკოლის აშენებისთვის „ასი მანათი ოქრო“ მაქვს გადახდილიო, მაშინ მაგ სკოლა ქალთა გიმნაზია იყო, პირველი მთელ ბათუმშიო. უფრო დავინტერესდი და დავიწყე რაღაცეების შეგროვება ამ სკოლაზე. ჩემი ეს გატაცება ყველამ იცოდა და შეძლებისდაგვარად მეხმარებოდნენ: მაძლევდნენ ძველისძველ ფოტოებს, ღია ბარათებს წარწერებით...

ზია კომახიძის შემდეგ დირექტორად ჩვენი სკოლადამთავრებული ოქროს მედალოსანი, წარჩინებული მოსწავლე ციალა შარაძე დანიშნეს. იგი სკოლაში რუსულ და ინგლისურ ენებს ასწავლიდა. მანაც გაიგო ჩემი გატაცების შესახებ და ერთხმად გამოვთქვით სურვილი სკოლაში სკოლის მუზეუმი დაგვეარსებინა. დავიწყეთ ფიქრი, სად შეიძლებოდა ეს მოგვეთავსებინა, პირველ თუ მეორე სართულზე. უკვე საჭირო იყო სპეციალისტის აზრი, თუ როგორი უნდა ყოფილიყო მუზეუმი. ვნახე ჩვენი სკოლადამთავრებული, ცნობილი მხატვარი რუხაძე, მოვიწვიეთ სკოლაში, ავუხსენით ჩვენი სურვილი. მისგან შევიტყვეთ საინტერესო ამბავი, თურმე როცა მან სკოლა დაამთავრა, სამხატვრო სკოლაც ამავე შენობაში ყოფილა, ოღონდ შესასვლელი ტელმანის ქუჩიდან ჰქონდაო და მთლად გამოყოფილი არ ყოფილა ამ შენობიდანო.


მან აგვიხსნა, რომ მუზეუმის ოთახი უნდა ყოფილიყო დიდი, ნათელი, წყნარი, დაგვიხატა და დაგვიხაზა ოთახის მიახლოებითი მოდელი, თანაც გამოგვიანგარიშა, თუ რა ეღირებოდა ყოველივე ამის შესრულება. ეს თანხა უსაშველოდ დიდი აღმოჩნდა, ჩვენ კი მას ვერაფრით შევწვდებოდით, ამიტომ ეს საქმე გადაიდო. ამ მხატვარს გაუკეთებია ჩვენი სკოლის მაკეტი და გადაუცია კომახიძისთვის. იგი ახლა საბუღალტრო ტექნიკუმში იმ ტექნიკუმის მუზეუმს ამშვენებს. მე ვნახე ის მაკეტი, ვთხოვე სკოლისთვის ეჩუქებინა, მაგრამ მან მითხრა: მიუხედავად იმისა, რომ ეგ ჩემი სკოლაც არის, ძალიანაც მიყვარს, მაგრამ ვერ მოგცემთ. მერე ვნახოთ, როცა გააკეთებთ მუზეუმს, ეგება აზრი შევცვალოთო.


მე სპეციალურად ვიყავი კიევში, თბილისის ოთხ სკოლაში სკოლა-მუზეუმების სანახავად. შევისწავლე, ჩავიხატე ბევრი რამე და მთელი ძალით შევუდექი მუზეუმის გახსნის საქმეს. ვინც გაიგო, სკოლადამთავრებულებმა, ჩემი სურვილის შესახებ, ლამის მეხვეწებოდნენ დააჩქარეთ, მიგვიწვიეთ ჩვენს სკოლაში და ბევრ რამეში დაგეხმარებითო.


ოფიციალურად დავიწყეთ მუშაობა ბათუმის არქივში. არქივის დირექტორი იყო ტაბაღუა. მან ძალიან თბილად მიმიღო და დამპირდა, ყველაფერში დაგეხმარებითო (მაშინ ასე არ იღებოდა არქივის კარები). პირველ ხანებში თან დამყვებოდა ჩვენი სკოლის წარჩინებული მოსწავლე ნონა წოწორია. იგი ძალიან ბევრ რამეში დამეხმარა.


ყოველდღე უნდა დამეწერა ასეთი თხოვნა:


აჭარის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორს: _ გთხოვთ დამრთოთ ნება (ნომრები უნდა ყოფილიყო მითითებული) ფოტო მასალის ამოღებაზე, რომლებიც თქვენს არქივში ინახება.


არქივის ყველა თანამშრომელი ძალიან თბილად და დაუღალავად გვემსაუხურებოდა (რამდენი წელი არც კი მოვბეზრებივართ არავის).


მუზეუმის ოთახისთვის საჭირო იყო თანხა. გამოვნახეთ გზა: _ შემოწირულობები. ბანკში გაიხსნა ანგარიში, შეგროვდა 2380 მან. ეს მაშინ დიდი თანხა იყო. არ მახსოვს არავის გვარი, ვინც თანხა გაიღო. ვიცი კი, რომ ანგარიში გახსნა ოთარ დვალიშვილმა, რომლის სამი შვილი: გელა, ილია და ირაკლი ჩვენი სკოლის წარჩინებული მოსწავლეები იყვნენ. დვალიშვილი სხვა რამითაც დაგვეხმარა. მოგვცა სხვადასხვა მატერიების ხუთი თოფი (მხატვარმა გვითხრა, კედელზე მატერიები გააკარითო). თითო ფუთში ასი მეტრი იყო. ეს მატერიები, სანამ დაგვჭირდებოდა, დირექტორის კაბინეტში, დივანში შევინახეთ. თუ რამ გვქონდა სკოლადამთავრებულთაგან ნაბოძები დირექტორის კაბინეტში წიგნების კარადის ორ თაროზე მოვათავსეთ: ბროლის ვაზები, ვერცხლის თასები, სურათები, ალბომები, სპორტული ვიმპელები, თასები და სხვა. ყველა ამათ წარწერები ამშვენებდა.


გადიოდა დრო. ოთახს სკოლის მუზეუმისთვის ვერ ვპოულობდით. ბოლოს, პირველ სართულზე ეზოდან ბიბლიოთეკა ავარჩიეთ. მას ორი ოთახი ეკავა, წინა დიდი, ნათელი და უკანა უფრო პატარა. ბიბლიოთეკას დაეთმო მეორე სართულზე სამასწავლებლოს იქეთ ორი პატარა ოთახი. წიგნების გადაზიდვას, დალაგებას დიდი დრო დასჭირდა.


ამ ხანებში აღმოვაჩინე სამხატვრო ტრესტი, რომელიც დაგვთანხმდა ჩაეტარებინა რემონტი. ტრესტს ხელმძღვანელობდა ვახტანგ გრძელიძე. მან მუშაობის ჩასატარებლად გამოგვიგზავნა სამი ახალგაზრდა:
1. დავითაძე გურამი
2. ბექაია გივი
3. კაშოიანი ლოვა
დაიწყეს მუშაობა, როგორც უნდა გაკეთებულიყო. პროექტი წინასწარ იყო შემუშავებული. კედლებზე გაკრული იყო მეტრნახევრიანი სიმაღლის ხის პანელები. დანარჩენი სიმაღლე შეიღება. ჭერი ძალიან მაღალი იყო და გადაწყდა ჩამოსაკიდი ჭერის გაკეთება. ბოლოს უნდა გამოცვლილიყო იატაკი.


ჩვენ დროებით მეორე ოთახი ვერ გაგვინთავისუფლეს და ამიტომ, იმ ოთახის კარები ჩაკეტილი გვქონდა (შიგ წიგნები იყო დალაგეული თაროებზე). ჩვენმა სკოლადამთავრებულმა ცნობილმა მხატვარმა ვაჟა ბჟალავამ გაგვიკეთა სკოლის ემბლემა, რომელზეც მითითებული იყო სკოლის დაარსების თარიღი (100 წელი). რემონტი კეთდებოდა და თან ლაგდებოდა. კედელზე, მარცხენა მხარე მთლიანად დათმობილი ჰქონდა აჭარის განმანათლებლებს. ილიას, ი. იმედაძეს, ჭიჭინაძის, მ. აბაშიძის, (მაშინ აბაშიძეზე არავინ არაფერი იცოდა) ვოლსკის დიდი სურათები იყო გაკრული, ქვემოთ კი მათი ბიოგრაფიები.


მარჯვენა მხარე დაეთმო სკოლის მატიანეს, შენობის აშენების ისტორიას. ეს დიდი ფორმატის სტენდები იყო (ერთი გადარჩენილი სტენდი ახლა ჩემთან ინახება). 2000 წელს გვინდოდა ზეიმით აღგვენიშნა სკოლის დაარსების 100 წლისთავი. სამწუხაროდ სკოლის დაარსებიდან 100 წლისთავი არ აღინიშნა.

იმავე კედელზე გაკრული იყო ყველა დირექტორის სურათი: გვარი, სახელი და სკოლაში მოღვაწეობის წლები.ოთახში პირდაპირ ფანჯრების ქვეშ გავაკეთეთ უჯრები (პლასტმასის იყო. შემდეგ ერთ-ერთის ნაწილი ნანი აფხაძეს ჰქონდა კაბინეტში). უჯრებში ჩავაწყე საჩვენებლად რამდნეიმე სურათი, წიგნები, რომლებიც უჩუქებიათ ე. მელუასათვის და თ. კვაჭაძისათვის (საკუთარი ნაშრომები), რამდენიმე ალბომი. კედლებს შუა გააკეთეს მოძრავი სტენდები. მე-2 სკოლიდან მოვიტანე მოსწავლის ძველებური მერხი. ძლივს ვიშოვე ძველებური ორი სამელნე, კალამი, მოქსოვილი აბგა და სამელნის ჩასადები. მხოლოდ ერთი მხარე იყო შეუვსებელი. თავზე კი დიდი ასოებით ეწერა: “ჩვენი სკოლა დღეს”. სურათები კი იყო მზად, მაგრამ დილის გამამხნევებელი ვარჯიშის დროს გადაღებულები დირექტორმა არ მოიწონა. ამიტომ ჩვენს ფოტოგრაფს ვთხოვეთ გაედიდებინა და ცოტა ჩქარა დაემზადებინა.


მოსატანი იყო მაგიდა, რომელიც ზემოდან უნდა ყოფილიყო გამჭვირვალე პლასმასით დაფარული, რომ ქვემოთ დალაგებული წიგნები და ალბომები გამოჩენილიყო. ჭერის დამთავრებას კი არ დაადგა საშველი. უცბად, სრულიად მოულოდნელად, დირექტორი ც. შარაძე საკუთარი სურვილით სკოლიდან წავიდა. სკოლაში ყველაფერი აირია (ა. აბაშიძე მოვიდა სათავეში). აღარავის ეცალა და არც სჭირდებოდათ სკოლის მუზეუმი.


გადიოდა დრო. ჩვენი მუზეუმის კარები ჩაკეტილი იყო, მუშებიც აღარ მოდიოდნენ. ახალმა დირექტორმა ლ. ჭანტურაიამ გულისტკივილით აღნიშნა, რომ ჯერ-ჯერობით ამისი დრო არ არისო. რამდენჯერმე დაურეკავთ მისთვის ბათუმში მუზეუმი კეთდება და ბექაიამ თავისი მასალა მოგვცესო. მე, რა თქმა უნდა, უარი ვუთხარი. მუზეუმში ყველა მასწავლებელზე და მოსწავლეზე იყო მასალა თვასაჩინოდ წარმოდგენილი. მათ კი ეს სხვანაირად უნდოდათ. ერთხელ, მთხოვა მაჩვენე რაიმე შენი მასალიდანო. ვაჩვენე პატარა ნაწილი და მითხრა: ამის მიცემა როგორ შეიძლება, ეს ხომ სადოქტორო თემააო. ოთახიც დაათვალიერა და თქვა, ალბათ, დაცლა მოგვიწევს, საკლასო ოთახები არ გვყოფნისო.გავიდა კიდევ წლები, ხელმძღვანელობა იცვლებოდა. მუზეუმზე ლაპარაკი დავიწყებული იყო. დიდი ხვეწნა-მუდარის შემდეგ ნება დაგვრთეს რემონტის გაგრძელებისა. მოვძებნე ძველი მუშები (რომლებიც ჯერ კიდევ 1980 წელს მუშაობდნენ მუზეუმის მოწყობაზე). გაფორმდა ოთახის ყველა კედელი. მარცხნივ სტენდები იყო "აჭარის განმანათლებლები" მარჯვნივ სკოლის ემბლემა რომელიც მხატვარმა ვაჟა ბჟალავამ შეასრულა, სკოლის დირექტორების ფოტოსურათები. დამსახურებული და ორდენოსანი (ლენიონის ორდენოსანი) მასწავლებლების ფოტოსურათები და ბიოგრაფიები. გვერდზე განთავსდა სკოლის შენობის აგების ისტორია, სკოლის დაარსებიდან დღემდე.მეოთხე მხარე უნდა დათმობოდა ძველ სურათებს სკოლის ეზოში დილის გამამხნევებელი ვარჯიშების ასახვით (ამ სურათების გადიდება ვერ მოესწრო). შუაში ძველის ძველი შავი მერხი თავისი სამელნეებით. კიდეში მაგიდა შუშის ზედაპირით, რომლის ქვეშ ეწყო სკოლის კურსდამთავრებულთა სამეცნიერო ნაშრომები მასწავლებლებისადმი სასაუქრო წარწერებით, ალბომები (მოსწავლეთა შემოქმედება), სურათები.



ყველაფერი ეს ერთი ხელის მოსმით, ერთ წვიმიან დღეს 13 აგვისტოს დაინგრა და განადგურდა. ეს ჩემთვის ძალიან დიდი ტკივილი იყო. მეტი ტკივილი ჩემთვის რა უნდა ყოფილიყო. დამთავრდა ჩემი იმედები და ოცნება სკოლის მუზეუმის დაარსებაზე. 1 სექტემბერს დაგეგმილი გვქონდა მუზეუმის საზეიმო გახსნა. მთელი ორი წელი ვეძებდი და ვაგროვებდი დაკარგულ სურათებს. რასაც წინასწარი შეთანხმებით ვინახავდი დირექტორის კარადაში. მას შემდეგ დირექტორი გამოიცვალა, 2007 წლის მაისში მოვიკითხე სამუზეუმო მასალა, რომელიც უნდა ყოფილიყო დირექტორის კარადაში. აღმოჩნდა რომ კარადა ჩემი მოპოვებული სამუზეუმო ექსპონატებიანად საერთოდ გამქრალიყო. განმიმარტეს, რომ კარადა სავარაუდოდ 2 თვის წინ სკოლის რემონტის დროს დაიკარგებოდა.ძებნამ შედეგი არ გამოიღო. ერთადერთი გადარჩენილი ექსპონატი - სკოლის ყოფილი დირექტორის, ირაკლი ღლონტის ხელჯოხი დამიბრუნეს.
კარადაში კი იყო:
  • 1916 წლის კურსდამთავრებული მხატვრის სელეზნიოვა ჩაჩუას შესრულებული ნახატი წარწერით.
  • ბროლის ლარნაკები სპორტული თასებიალბომები მოსწავლეთა ხელით შესრულებული ნამუშევრები,ვერცხლის ფილები წარწერებით თუ რომელ წელს რომელი კლასის მიერ იქნა ნაჩუქარი სკოლისადმი.სკოლის ტრადიციის მიხედვით სკოლადამთავრებულები სკოლის დამთავრების მრგვალ თარიღებს აღნიშნავდნენ სკოლაში და სკოლას უტოვებდნენ სამახსოვრო ნივთს.
  • მიერ გაკეთებული სკოლის ოქროსმედალოსანთა დიდი ზომის ( დაახლოებით 50X30სმ) ალბომი 1947 წლიდან მოყოლებული ოქროს და ვერცხლის მედალოსანთა სიით, ამოტვიფრული წარწერით "ბათუმის ვ.ი. ლენინის სახელობის #1 ქართული სკოლის ოქროსა და ვერცხლის მედალოსნები".


მუზეუმის დანგრევიდან რამოდენიმე წლის შემდეგ მოვიპოვე ხარჯთაღრიცხვა იმ სამუშაოებისა, რომელიც გაწია ბათუმის სამხატვრო ტრესტმა მუზეუმის გარემონტება-მოწყობისათვის. სამხატვრო ტრესტის ვახტანგ გრძელიძის ქალიშვილი აღმოჩნდა ჩემი მოსწავლე - მარიამ გრძელიძე, რომელიც დამეხმარა ამ დოკუმენტის მოძიებაში.


საბედნიეროდ მუზეუმის გაყიდული ოთახი სკოლამ კვლავ დაიბრუნა. მასწავლებელმა მ. გობრონიძემ ოთახში იატაკი გააკეთა და ოთახმა საკლასო ოთახის სახე მიიღო. ეს ოთახი შემდეგ კერამიკულ სახელოსნოდ გადაკეთდა. 2006 წელს სკოლის დირექტორად დანიშნეს სულიკო თებიძე, მეტად საინტერესო პიროვნება, ბრწყინვალე მათემატიკოსი, საუკეთესო ორგანიზატორი. ამ დროესათვის მე უკვე პენსიაზე ვიყავი გასული. თებიძეს გაუგია მუზეუმის ამბავი, დაინტერესებულა და უთხოვია ჩემთან შეხვედრა. თბილისიდან სპეციალურად სასწრაფოდ ჩავედი ბათუმში. სკოლაში შევხვდი ჩემს ამხანაგებსა და დირექტორს. დირექტორტან საუბარმა არა მარტო დიდი შთაბეჭდიელბა დატოვა ჩემზე, არამედ დიდი იმედიც მომცა. მირჩია შეგვექმნა ინტერნეტ საიტი სკოლის შესახებ ჩემს ხელთ არსებული მასალის საფუძველზე. სამწუხაროდ ს. თებიძემ მალე დატოვა სკოლის დირექტორობა და ჩემი გეგმები კვლავ ჩაიშალა.

თქვენს წინმდებარე ინტერნეტსაიტი გაკეთდა ჩემს მიერ ჩემი ოჯახის წევრების დახმარებით 2008 წელს.

სკოლას 2010 წელს უსრულდება 110 წელი.სკოლის დირექტორი აბაშიძე მოწადინებულია 2010 წლის სექტემბერში სკოლაში ამუშავდეს სკოლის მუზეუმი და აღინიშნოს სკოლის დაარსებიდან 110 წლის იუბიულე.

მუზეუმის დაარსების ამ გეგმას მეც დიდი იმედით ვუყურებ.

საინტერესო ღონისძიებები

ბევრ საინტერესო ღონისძიებას ატარებდნენ კლასის დამრიგებლები. მაგ. დოდო ქინქლაძის სადამრიგებლო კლასის მოსწავლეები აგროვებდნენ მასალებს სამამულო ომში დაღუპულებზე.

ც. შარაძის დირექტორობის დროს სკოლას მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა ავტონომიური რესპუბლიკის რამდენიმე რაიონის სკოლებთან. მერე მეგობრობა დამყარდა თბილისის #53-ე სკოლასთანაც. მათ ბავშვები მოგვიყვანეს, შემდეგ ჩვენი სკოლის მოსწავლეებიც იყვნენ მათთან საინტერესო ღონისძიებებით. თბილისის რუსთაველის სახ. თეატრის მსახიობები გვესტუმრნენ, ჩაგვიტარეს დიდი კონცერტი, სადაც ჩვენმა მოსწავლეებმა თავი ისახელეს მხატვრული კითხვით, ცეკვითა და სიმღერით.

სკოლაში ხშირად მოდიოდნენ ჩვენი ყოფილი მოსწავლეები, ხშირად _ უკვე პენსიონერებიც. მათთან შეხვედრა ტრადიციულად სადღესასწაულო ვითარებაში ტარდებოდა. აი, ერთ-ერთი ძველი ჩანაწერიც:

1983 წლის 17 სექტემბერი. ჩვენი სკოლა არაჩვეულებრივად, საზეიმოდ გამოიყურება. ყველა მოსწავლე და მასწავლებელი რაღაცა სასწაულის მოლოდინშია. პირველკლასელები პატარა თაიგულებით ხელში გულისფანცქალით იმეორებენ ლექსებსა და სიმღერებს. მოსწავლეთა კომიტეტის წევრები ტრიალებენ, წესრიგს ამყარებენ მთელ სკოლაში ზემოთ და ქვემოთ.

გაბმულად გაისმის ზარის ხმა. გაიღო სკოლის სადარბაზო კარები და შემოვიდნენ 1963 წლის ჩვენი უკვე ჭაღარა სკოლადამთავრებულები. ისმის მუსიკის, სიმღერის ხმები.

კურსდამთავრებულებს წინ შეხვდნენ პირველკლასელები თაიგულებით ხელში. შემდეგ _ პიონერები, ოქტომბრელები, კომკავშირლები, ყველა კლასის წარმომადგენლები, რომლებიც მთელი შესასვლელის გასწვრივ დგანან. ზემოთ, მეორე სართულზე, მათ ჩვენი მეთერტმეტეკლასელები ხვდებიან.

საოცარი სანახავია ჩვენი სკოლა.

სტუმრები ყველა საკლასო ოთახში შედიან, ათვალიერებენ, ესიყვარულებიან საკუთარი სკოლის ყველა კუთხე-კუნჭულს. ზოგ მათგანს მშობლებიც კი წამოუყვანია, რომლებსაც ეს სკოლა დაუმთავრებიათ.

ბოლოს სასიქადულო სტუმრები თავისი მასწავლებლებით, ახლა უკვე პენსიონერები: ქ. ცხომელიძე, თ. კვაჭაძე, მ. კეჩხუაშვილი, ქ. ინწკირველი, თ. ცქიტიშვილი, ქ. კალანდარიშვილი, დ. ქინქლაძე, ნ. ხინიკაძე, ა. სიხარულიძე, მ. ბორჩხაძე სკოლის დირექტორმა ციალა შარაძემ დარბაზში შეიპატიჟა.

სცენაზე ღონისძიება მეთერთმეტე კლასის მოსწავლეებს თამრიკო ჭანტურაიასა და მიშიკო გურგენაძეს მიჰყავთ.

თ. ჭანტურაია კიღხულობს რ. მარგიანის ლექსს (რომელიც სკოლაში შემოსვლის დროს წაუკითხავს) _ „სკოლის კართან მელოდება ჩემი თავი ცეროდენა“. ლექსმა და თამრიკომაც ისეთი შთაბეჭდილება დატოვეს, რომ სტუმრებიც და მასპინძლებიც თავს ვერ იკავებენ, ცრემლებს იწმენდენ.

სცენაზე არიან 1963 წლის კურსდამთავრებულები დამრიგებელ მ. კეჩხუაშვილთან ერთად. სიტყვას ამბობენ მ. კალოიანი, ნ. პაიჭაძე, ო. დოლიძე, დ. შავთვალაძე, დ. მაზმანიშვილი. ისინი თითქოს ანგარიშს აბარებენ სკოლას. მათ გვერდით ამოუდგნენ შვილები _ ჩვენი სკოლის მოსწავლეები: ნატო და გოჩა აბაშიძეები, რატი ჩიბურდანიძე, ვახტანგ კალოიანი. ახალი თაობის მოსწავლეები კი, თავის მხრივ, მათაც და საკუთარ აღმზრდელებსაც პირობას აძლევენ, რომ ასეთები და შეიძლება უკეთესებიც ვიქნებითო.

მოსწავლეები ასრულებენ სიმღერებს, ცეკვავენ, კითხულობენ ლექსებს.ჩვენი სკოლის საამაყო მეათე კლასელი გოგლა გოგიბერიძე კითხულობს მ. მაჭავარიანის ლექსს „ვითარცა მტკვარი“.

ბოლოს, 1963 წ. კურსდამთავრებულებმა თავის მასწავლებლებთან, მოსწავლეებთან და 1983 წ. პედაგოგებთან ერთად გადაიღეს სამახსოვრო ფოტოსურათები.

ელემენტარული სკოლა

მოხდა ისე, რომ ჩვენი სკოლა ორად გაიყო. პირველი კლასიდან მეექვსე კლასის ჩათვლით გადავიდა ოთხსართულიან შენობაში (შესასვლელი ეზოდან). მეექვსე კლასიდან მეთერთმეტემდე დარჩა ძველ შენობაში. ახალ სკოლას `ელემენტარული სკოლა~ ეწოდა. მას დაენიშნა ახალი დირექტორი, მოადგილე. ნაწილი მასწავლებლებისა შეთავსებით მუშაობდა `ელემენტარულში~, დიდი ნაწილი კი დაკომპლექტდა ახალი პედაგოგებით. თითო კლასი ოთხ-ოთხი, ხშირად ხუთიც იყო. ამდენი კლასისთვის პირველ ხანებში ოთახები არ იყო. შემდეგ კი დიდი ოთახები გაიყო, ძველი სამუშაო (არასაკლასო) ოთახები შეკეთდა და ამხელა რაოდენობა ბავშვებისა საოცრად ლამაზად განლაგდა ჩვენი სკოლის ახალ შენობაში. დირექტრად დაინიშნა მეტად საინტერესო ქალბატონი რუსიკო კვახაძე. მასზე ბევრი კარგი მქონდა გაგონილი, მაგრამ ნანახით გავოცდი (მეც გადავედი ამ სკოლაში).

დავიწყოთ იმით, რომ სკოლა ბაღნარი გახადა. ყველა კუთხე-კუნჭულში, დერეფნებში, საკლასო ოთახებში დიდი ქოთნებით იდგა აყვავებული ბუჩქები. არ ყოფილა შემთხვევა, რომ რომელიმე ბავშვს ერთი ყვავილიც კი მოეწყვიტოს. კედლებზე მოსწავლეთა ნახატები, მათი ხელით ნაკეთი ნივთები იყო გაკრული. სისუფთავე, სიწყნარე სუფევდა სკოლაში. ყოველ დილით დირექტორი, თითქოს საზეიმოდ, კიბეებთან ხვდებოდა მოსწავლეებს. უფრო საინტერესო სანახაობა იყო, გაკვეთილების დამთავრების შემდეგ როგორ აცილებდა მათ.

მალე სკოლა მთელს ქალაქში განთქმული გახდა _ სანიმუშო მასწავლებლებით, განსაკუთრებით კი _ დაწყებითი კლასის მასწავლებლებით. მათ დაემატა ახალი ახალგაზრდა, ენერგიული მასწავლებლები და სკოლასაც სახელი გაუვარდა, როგორც სანიმუშო, მისაბაძ სკოლას.

სასწავლო ნაწილის გამგეები ნატო ურუშაძე და ნანა ფაღავა გონივრულად და ტაქტიანად ხელმძღვანელობდნენ სწავლებას. ტარდებოდა ღია სასკოლო და საქალაქო გაკვეთილები; ეწყობოდა საინტერესო ღონისძიებები, შეხვედრები ქალაქის მოწინავე საზოგადოების წარმომადგენლებთან. მოსწავლეებისთვის ეწყობოდა გასართობ-სანახაობითი ღონისძიებები. როგორ შეიძლება მოსწავლეებს დაავიწყდეთ მათთვის სკოლაში გამართული საახალწლო კარნავალები. დირექცია მასწავლებლებსაც უწყობდა სიურპრიზებს. ერთი ასეთი სასწაული მეც გამიკეთეს:

იყო პირველი მაისი, ჩემი დაბადების დღე, ჩვეულებრივი, არაფრით გამორჩეული სამუშაო დღე. ჩავატარე ყველა გაკვეთილი. ბოლო მეხუთე გაკვეთილი მეოთხე სართულზე მქონდა. მომეჩვენა, რომ ცოტა გაგრძელდა. ზარიც დაირეკა და კლასში შემოვიდა მუსიკის მასწავლებელი ნანა შარაშიძე. ხელში ვარდი ეჭირა, გამომიწოდა, მერე ხელკავი გამიკეთა და კარებისკენ წამიძღვა. დერეფანში სასწაული სიჩუმე იდგა. მერე შევამჩნიე, რომ კიბეებამდე დერეფანში ყვავილებით ხელში მოსწავლეები იყვნენ ჩამწკრივებული. უცებ მუსიკის ხმაც გავიგონე: `გილოცავთ! გილოცავთ!~ შემომეხვივნენ. მეხვევიან, ყვავილებს მაწვდიან. მე-4 სართულიდან პირველ სართულამდე, არც ვიცი, როგორ ჩამომიყვანეს. ვიცინოდი და ცრემლებს მე კი არა, მასწავლებლებიც ვერ იკავებდნენ. ამდენი ბავშვი დერეფნებში, კიბეებზე ჩამწკრივებული ყვევილებით ხელში თვითონ ყვავილებს გავდნენ. პირველ სართულზე კი ყველა მასწავლებელი, დირექტორი, მშობლები (ტევა აღარ იყო) დამხვდნენ. მეხვეოდნენ, მილოცავდნენ, თან ყველა მღეროდა: გილოცავთ! გილოცავთ! ყვავილებში გამახვიეს. ამის აღწერა ძალიან ძნელია. მასწავლებლისთვის ასეთი ლამაზი დაფასება იშვიათად თუ ხდება ახლანდელ სკოლაში. ისე კი, როგორი საჭიროა!?

ყვავილებთან ერთად, ყველაფერი ამის ამსახველი ვიდეოფირი მომართვეს. 50 წელი სკოლაში ვარ. დედაც და მამაც ხომ პედაგოგები იყვნენ, არც მათგან გამიგია ასეთი რამე. ეს მარტო მე არა. ასეთი პატივი ბევრ სხვასაც მიაგეს.

სახალისო დოკუმენტური ისტორია

კლასის ყველა დამრიგებელი თავის კლასთან საინტერესო და ორიგინალურ ღონისძიებებს ატარებდა. ერთ-ერთი მეც ვიყავი.

საგრძნობლად გაიზარდა მოსწავლეთა კონტინგენტი. სკოლაში 1300-ზე მეტი მოსწავლე ირიცხებოდა. ერთ-ერთ კლასსაათის მსვლელობის დროს ჩემმა მოსწავლეებმა მთხოვეს, რაიმე ძალიან საინტერესო გაგვეკეთებინა, რათა ვინმეს თანხა გადმოერიცხა ჩვენთვის ბლაგოევგრადში ექსკურსიაზე წასასვლელად (გარდა აჭარის ღირსშესანიშნავი ძეგლების დათვალიერებისა, ვიყავით ვარძიაში, კახეთში, თბილისში _ თბილისობაზე, შემდეგ _ ნ. დუმბაძის ძეგლისა და მზიურის დასათვალიერებლად).


ხელვაჩაურის რაიონში იყო „ხელვაჩაურის რაიონის მეცხოველეობის სანაშენე მეურნეობა“, რომლის დირექტორი იყო საქ. დამსახურებული აგრონომი, ომის ვეტერანი, ორდენოსანი, სოციალისტური შრომის გმირი ბატონი შალვა კონსტანტინეს ძე ჩხაიძე. მისი ქალიშვილი შემდეგ ჩვენ სკოლაში რუსულ ენას ასწავლის _ მზია ჩხაიძე. წავედი მასთან ხელვაჩაურში, ვთხოვე რამე საქმე გამოეყო ჩვენთვის, რათა შემდეგ აღებული თანხა ექსკურსიისთვის გამოგვეყენებინა. დამიბარა, ერთი კვირის შემდეგ მობრძანდით, აუცილებლად გამოგინახავთ ჩვენთვისაც და თქვენთვისაც სასარგებლო საქმესო (დირექციამ ეს ღონისძიება ძალიან მოგვიწონა).

საღორის ფერმიდან გამოგვიყო 25 ახლად გაჩენილი გოჭი. უნდა მოუაროთ, გაზარდოთ, გაზაფხულზე ჩავაბარებთ სახელმწიფოს და, რაც ეღირება თქვენი შრომა-გარჯა, გადაგერიცხებათო.

თვითონ შეგვიდგინა სამუშაო გრაფიკი.

წავიყვანე ყველა ჩემი მოსწავლე, გავაცანი. მან წაგვიყვანა ფერმაში, გვაჩვენა ჩვენთვის გამოყოფილი ფერმის ნაწილი, გვაჩვენა გოჭებიც და სასტიკად გაგვაფრთხილა: თუ გსურთ მუშაობა, უნდა იმუშაოთ ისე, რომ ჩემგან, ფერმის არც ერთი მუშაკისგან შენიშვნა არ მიიღოთ, თორემ პირველსავე შენიშვნაზე უარს გეტყვით და უკან გაგიშვებთო.

გადაწყდა ასე: ყოველ პარასკევს, გაკვეთილების შემდეგ, ბატონი შალვა გვიგზავნიდა ავტობუსს, რომელსაც მხოლოდ სამი დასაჯდომი ჰქონდა, დანარჩენები ფეხზე იდგნენ სახელურებზე ჩამოკიდებულები. მოსწავლეები მომზადებულები (საჭმელი მოჰქონდათ და გამოსაცვლელი ტანისამოსი) მივყავდით ფერმაში. ჩვენ კუთვნილ ტერიტორიას ვასუფთავებდით, გაგვქონდა ნაგავი, გოჭებს ვაჭმევდით და ვბანდით. ამ ყველაფერს ვასწრებდით 2-3 საათში. მოსწავლეები ისეთი სიცილით და ყიჟინით მუშაობდნენ, რომ სწრაფად დაიმსახურეს ფერმის მუშაკების სიყვარული და პატივისცემა.

ასე გრძელდებოდა ყოველ პარასკევს. მთელმა სკოლამ იცოდა და იცნობდა ჩვენს ავტობუსს. არდადეგების დროსაც იგივე მეორდებოდა.

საღორეში პირველად 25 სექტემბერს მივედით უკვე სამუშაოდ. ორ თვეში გოჭები გაიზარდნენ. ყველა გოჭს მოსწავლეებმა საკუთარი სახელებიც კი დაარქვეს, გამორჩეული გოჭი ზაზა დიდიასი იყო.

ბატონმა შალვამ ერთ-ერთ სამუშაო დღეს გვითხრა: გოჭები გაიზარდნენ, მართლა კარგად უვლით, შეგიძლიათ სახლში ნარჩენი საჭმელიც მოუტანოთო. რა თქმა უნდა, ყველამ სიხარულით მოიტანა შემდეგ პარასკევს ცელოფანის პარკით საჭმელი. ჩიგოგიძე რამაზსა და თოლორაია დათოს თურმე საკუთარი საჭმელი მიუციათ გოჭებისთვის და თვითონ მშივრები დარჩენილან. ხშირად ავტობუსის გასვლის დროს მშობლებსაც კი მოჰქონდათ გოჭებისთვის საჭმელი.

ჩვენი შრომის ამბავს ხშირად ვაგებინებდი დირექციას. ერთხელ ფერმიდან მადლობის ბარათიც კი მიიღო სკოლამ. ალბათ, ამანაც შეგვიწყო ხელი და გამოცხადდა სკოლაში: ვისაც შეუძლია, საჭმელების ნარჩენები (გადაყრის მაგივრად) მოიტანოს სკოლაშიო. ჩვენი ბუფეტის წინ დაიდგა დიდი ყუთი, რომელშიც ინახებოდა საკვების ნარჩენები ორშაბათიდან პარასკევამდე.

ზამთარში მეგონა ბავშვებს ან გაუჭირდებოდათ, ან მობეზრდებოდათ, მაგრამ არა. უფრო დიდი ენთუზიაზმით ვმუშაობდით. უკვე ახლო იყო გაზაფხული. გოჭები ღორები გახდნენ, თითო 100 კგ-ზე მეტს იწონისო,-გვითხრეს ფერმაში/ ვანგარიშობდით 28 მოსწავლეს, რამდენიმე მასწავლებელსა და მშობელს თუ გვეყოფოდა ექსკურსიისთვის მიღებული თანხა. რამდენჯერმე სკოლის ფოტოგრაფი ჩანტლაძეც წამოგვყვა და გადაგვიღო სურათები. ჩვენი შრომა არა მარტო სკოლაში, არამედ მთელ ქალაქში გახდა ცნობილი.

ხელშეკრულების თანახმად, მუშაობა აპრილის ბოლოს, მაისის დასაწყისში უნდა დაგვემთავრებინა. ბავშვები უკვე ისე შეეჩვივნენ ყოველი პარასკევის დადგომას, რომ სინანულით აღნიშნავდნენ _ ნეტავ გაისადაც თუ გვამუშავებენო.

დათქმულ დროს ბანკში ფული არ დაგვხვდა გადარიცხული. მუშაობა უკვე შეწყვეტილი გვქონდა, ვემზადებოსით სასწავლო წლის დამთავრებისათვის, მერე ექსკურსია გვაქვს წინ. მივედი მეურნეობაში. შემიშვეს დირექტორთან. იგი ძველებური ღიმილით არ შემხვდა, ფული კი არა, საციხე საქმე გააკეთეთ და ალბათ თქვენ თქვენი მოსწავლეებით სასამართლოში დაგიბარებენო.
ფერმაში, საღორეში, გაჩენილა საშინელი დაავადება ბრუცელიოზი. ამ ამბავმა შეძრა რესპუბლიკის ხელმძღვანელობა. სასწრაფოდ გადაწვეს მთელი საღორე (მხოლოდ საღორე) და ამხელა ღორებიც დახოცეს. ზარალი ძალიან დიდი იყო. ჩვენი 25 ღორის გარდა, იქ უამრავი ღორი იყო.
ჩვენ გვადანაშაულებდნენ _ საჭმელი არსაიდან შემოდიოდა თქვენს გარდაო. საჭირო ორგანოებმა დაიწყეს გამოძიება. ჩვენ შეწუხებულებიც ვიყავით და შეშინებულაბიც. რვა თვის შრომა სულ წყალში ჩაგვეყარა. ბოლოს იპოვეს მიზეზი და ჩვენც გადავრჩით. თურმე საოლქო კომიტეტის ერთ-ერთ თანამდებობის პირს _ ხვიჩიას (მისმა ორმა შვილმა ჩვენი სკოლა დაამტავრა) ქობულეთში აჩუქეს გოჭი. მან იგი ცოტა ხნით (საპირველმაისოდ) მიიყვანა ჩხაიძესთან ფერმაში. იგი მას ამაზე უარს ვერ ეტყოდა. ცოტა ხანში ჯერ ქობულეთში და შემდეგ ჩვენს ფერმაშიც იფეთქა ეპიდემიამ. ჩვენ გადავრჩით. ექსკურსიაზე, რა თქმა უნდა, ვერ წავიყვანე ჩემი მშრომელი მოსწავლეები. ისინი აქეთ მანუგეშებდნენ _ არა უშავს, გაისად კიდევ რაღაცას მოვიფიქრებთ და მაინც წავალთო.
მოსწავლეების შრომამ დიდი მოწონება დაიმსახურა და შემოდგომაზე ციტრუსის საკრეფადაც კი მიგვიწვიეს.
იმ წლის აგვისტოში გაზეთ „სახალხო განათლების“ ერთ-ერთ ნომერში აღნიშნული იყო _ თბილისის რომელიღაც სკოლის მე-8 კლ. დამრიგებლის დიდი შრომა, რისთვისაც მისთვის დამსახურება მიუნიჭებიათ. მისი სადამრიგებლო კლასის მოსწავლეებს ხბო გაუზრდიათ. რა თქმა უნდა, გული დამწყდა ძალიან.

დირექტორები

დავით (დურსუნ) მახარაძე. სანამ ჩვენს სკოლაში დირექტორად დანიშნავდნენ, მე მასწავლიდა გეოგრაფიას #2 ქალთა სკოლაში. გაკვეთილის დაწყებამდე სკოლის დირექტორი ნადია მაჭუტაძე და სასწ. ნაწილის გამგე თინა ცქიტიშვილი შემოდიოდნენ და გვაფრთხილებდნენ: აბა, თქვენ იცით, როგორ შთაბეჭდილებას დატოვებთ ბატონ დავით მახარაძის გაკვეთილზეო. საინტერესო თხრობით, დიდი ცოდნა-გამოცდილებით მალე შეგვაყვარა თავი. ვამაყობდით, რომ დურსუნ მახარაძის მოსწავლეები ვიყავით.

მისი დირექტორობის ხანა ამ სკოლისთვის ყველაზე საინტერესო ხანაა. სკოლას, სწავლებას და ყოფაქცევას ისეთი დიდი ყურადღება ექცეოდა, რომ თავისი შვილი ყველას დურსუნ მახარაძის სკოლაში უნდოდა მოეყვანა. შემოკრებილი ჰყავდა მართლა რჩეული პედაგოგები. ტარდებოდა შესანიშნავი ღონისძიებები. ყველანაირ ოლიმპიადაზე სკოლა ყოველთვის პირველი იყო. ბატონი დურსუნის დროს მოდიოდნენ სკოლაში 40-50 წლის წინ სკოლადამთავრებულები, სამახსოვროდ ტოვებდნენ საჩუქრებს, ადრესებს.



დირექტორის კაბინეტში, 1957 წელი
სხედან: დავით მახარაძე (დირტექტორი), ლია ჩაკვეტაძე, თამარა შარაძე, იუნა მადოიანი, ვასო ჩახვაძე (სასწ. ნაწილის გამგე), ლეილა ჩხაიძე, გრიშა ჩიხლაძე, გერონტი კანდელაკი, ცაცა სოსელია (გერმანული ენის მასწავლებელი)



სკოლაც ყოველთვის დღესასწაულის დონეზე ხვდებოდა მათ. ზღვა საარქივო მასალაა #1 სკოლის მოსწავლეთა პიონერულ, კომკავშირულ ცხოვრებაზე. სკოლაში კაბინეტური სისტემა იყო შემოღებული. ყველა საგნს საუკეთესო კაბინეტი ჰქონდა. მისი დირექტორობის დროს დირექტორი საკუთარი კაბინეტიდან უსმენდა ყველა გაკვეთილს (ისედაც ხომ ხშირად ესწრებოდა გაკვეთილებსა და ყველა ღონისძიებას).


სკოლაში მკაცრი და სამართლიანი დისციპლინა იყო. სკოლა მასწავლებელთა და მოსწავლეთა შრომისუნარიანობით ტრაბახობდა.
დურსუნ მახარაძის დირექტორობის დროს აღზრდილი ხალხი ედგა სათავეში არა მარტო აჭარის, არამედ საქართველოს მრავალი რაიონის დაწესებულებებს, წარმოებებს, განათლების ორგანოებს... სწორედ მისი დირექტორობის დროს ოქროს მედალზე დაამთავრეს სკოლა ამავე სკოლის მოსწავლეებმა, შემდეგ დირექტორებმა (დიდი ხნის მერე) ციალა შარაძემ და ლერი ჭანტურაიამ.

სხვებთან ერთად მეც გული მწყდება, რომ სახლს, რომელშიც დ. მახარაძე ცხოვრობდა, მემორიალური დაფა არ ამშვენებს. იგი ყველა ადამიანური, მოქალაქეობრივი თვისებით ამას იმსახურებდა.

არც სკოლაში ინახება ასეთი დიდი მოამაგის სურათი.


ზია კომახიძე
ცნობილი პედაგოგი და საგანმანათლებლო საქმის ამაგდარი, გეოგრაფიის მეცნიერებათა კანდიდატი, აჭარის დამსახურებული მასწავლებელი, დიდი ქველმოქმედი, შესანიშნავი გვერის ბრწყინვალე წარმომადგენელი ზურაბ (ზია) ხარიტონის ძე კომახიძე 1971-1980წ. ჩვენი სკოლის დირექტორი იყო.
აჭარაში მან პირველმა გადაიყვანა სკოლა კაბინეტურ სისტემაზე. გახადა სკოლა რესპუბლიკაში სანიმუშო. სკოლას მიუშენა ახალი 4 სართულიანი შენობა. ჩაუტარა რეკონსტრუქცია სკოლის სააქტო დარბაზს.
მოაწყო პირველი და ერთადერთი რესპუბლიკაში გეოგრაფიის სასწავლო მოედანი.
ბატონი ზურაბის გამოცდილება განზოგადებული იყო გაზეთ "სახალხო განათლებასას" და ჟურნალ "სკოლა და ცხოვრებაში".
იყო ბათუმის განათლების განყოფილების გამგე. ბოლოს კი ბათუმის განათლებისა და კულტურის მუზეუმის დირექტორი.
სკოლამ ბატონი ზურაბის 80 წლის იუბილე და პედაგოგიური მოღვაწეობის 60 წლისითავი აღნიშნა დიდი ზეიმით 2006 წ. 20 თებერვალს. ამით სკოლამ ერთხელ კიდევ დაადასტურა დიდი სიყვარული და პატივისცემა ბატონი ზურაბის მიმართ.























ციალა შარაძე _ #1 სკოლის არსებობის მანძილზე ყველაზე ახალგაზრდა და მშვენიერი ქალბატონი, ჩვენი სკოლის აღზრდილი (ოქროს მედალზე დაამთავრა). სკოლაზე უსაზღვროდ შეყვარებული. მისი დირექტორობის დროს სკოლა მართლა პირველი იყო აჭარაში. მოსწავლეთა პიონერული და კომკავშირული ორგანიზაცია, სკოლის მოსწავლეთა კომიტეტი, მასწავლებელთა მეთოდური გაერთიანებები, მასწავლებელთა პარტიული მეცადინეობები, სპორტული ღონისძიებები _ აი, დაახლოებით ის, რის სისტემატურ კონტროლსაც აწესებდა დირექტორი. დილა იწყებოდა სახელმწიფო ჰიმნითა და დილის გამამხნევებელი ვარჯიშით ეზოში. ყველა კლასი _ თავისი ხელმძღვანელით იდგა მისთვის განკუთვნილ ადგილას. გაცდენა, დაგვიანება აკრძალული იყო. ეს ვარჯიში კი არა, სანახაობა იყო.



პედაგოგიური საბჭოს სხდომაზე


ფორმიანობას და მოსწავლეთა დღიურების წარმოებას დიდი ყურადღება ექცეოდა. დამრიგებელი ვალდებული იყო ყოველ კვირას, მისთვის განკუთვნილ დღეს, შეეტანა მისი კლასის მოსწავლეთა დღიურები დირექტორთან (იგი ამოწმებდა და ხელსაც აწერდა). ამით მოწესრიგებული იყო სკოლასა და მშობელს შორის კავშირი.


მასწავლებელთა მეთოდგაერთიანების ხელმძღვანელები ატარებდნენ ჯერ შიდა სასკოლო ღონისძიებებს, შემდეგ _ საქალაქოებს. ყველა საგანში ტარდებოდა ღია სასკოლო და საქალაქო გაკვეთილები.

მასწავლებელთა ყოველკვირეული პარტიული მეცადინეობები ტარდებოდა უშუალოდ საოლქო და საქალაქო კომიტეტებიდან მომაგრებულთა დასწრებით.

სკოლის ბიბლიოთეკა ატარებდა შესანიშნავ ღონისძიებებს.

მოსწავლეთა კომიტეტი (ხელმძღვანელები იყვნენ წარჩინებული მოსწავლეები: ნატო აბაშიძე, თამრიკო ჭანტურაია, გ. მეგენეიშვილი, ე. ფილიშვილი, არმაზ ახვლედიანი) სკოლის ყველანაირ საქმიანობას განაგებდა, იგი პასუხისმგებელი იყო ყველაფერზე.

კედლებზე გაკრული იყო წარჩინებულ მოსწავლეთა სურათები.

სხვადასხვა ორგანიზაციებში, ც. შარაძის მოთხოვნით, შემოღებული იყო დაფები, სადაც სისტემატურად აღინიშნებოდა ამ წარმოების მოსამსახურის შვილების (რომლებიც ჩვენს სკოლაში სწავლობდნენ) გვარები, ცალკე მოწინავე და ცალკე _ ჩამორჩენილთა.

მთელ შენობაში, ეზოში, ბუფეტში, საპირფარეშოებში სანიმუშო სისუფთავე იყო.

დილით იღებოდა ეზოს კარები და გაკვეთილების დამთავრებამდე ვერავინ ვერ გადიოდა უნებართვოდ.

დილიდან გვიან საღამომდე დირექტორი კაბინეტში კი არა, სკოლაში იყო. უშუალოდ თვითონ ამოწმებდა ყველაფერს. შიშის ზარს სცემდა არა მარტო მოსწავლეებს, არამედ პედაგოგებსაც.

არდადეგების დროს როგორც კლასები, ისე მასწავლებლები კოლექტიურად მიდიოდნენ ექსკურსიებზე.


სააქტო დარბაზში ტარდებოდა ძალიან საინტერესო ღონისძიებები, გამოშვების ტრადიციული საღამოები.

დირექტორს მუშაობაში გვერდით ედგა მასწავლებელთა მეგობრული კოლექტივი. ყველა საჭირბოროტო საკითხის გადაწყვეტა ხდებოდა გაკვეთილების შემდეგ დირექტორის კაბინეტში.

განსაკუთრებულად მომზადებულად ტარდებოდა პედაგოგიური საბჭოს სხდომები მეოთხედების დასაწყისში და დამთავრებისას.

ყოველთვის მკაცრი და სამართლიანი იყო დირექტორისა და სასწ. ნაწ. გამგის ბატონ ნიაზ მახაჭაძის მოხსენებები. ხშირად სხდომებს მოსწავლეთა კომიტეტის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

ნიკოლოზ (ნიაზ) ალექსის ძე მახაჭაძე _ 1962 წლიდან პენსიაზე გასვლამდე სკოლის დირექტორის მოადგილე.
ბატონმა ნიაზმა 1945 წელს დაამთავრა ჩვენი სკოლა _ ბათუმის #1 ვაჟთა საშუალო სკოლა. ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი წარჩინებით დაამთავრა. ბრწყინვალე პედაგოგი, კარგი აღმზრდელი, უცვლელი სასწავლო ნაწილის გამგე, რომლის სახელი მარად დარჩება სკოლაში.

ჩვენი საამაყო კურსდამთავრებულები

მიხეილ უკლება. საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი ბულგარეთში

დავით სურგულაძე _ რადიოინჟინერი, პროფესორი, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში. მრავალი პატენტისა და ლიცენზიის ავტორი. მისი ქალიშვილი ნინო სახელგანთქმული ლა_სკალას სოლისტია.







ნოდარ ცინცაძე _ ეტიმოლოგი (მცენარეთა დაცვა), ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ავტორი არაერთი წიგნისა და სახელმძღვანელოსი.


ანზორ ოდიშარია _ მეან-გინეკოლოგი, პროფესორი, აკადემიკოსი.


რეზო ზაქარიაძე _ მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, სპეციალობით პედიატრი.



ზია (ვლდიმერ) სეიდიშვილი _ სპეციალობით მხატვარი. იგი მხატვარ-პოეტია და ლექსების კრებულის ავტორი.


ზიას ძმა ბორია (რეზო) _ ინჟინერ_ელექტრიკოსი.



გურამ ხაზარაძე _ ინჟინერ_მექანიკოსი, იყო „ავტოვაზმომსახურების“ გენერალური დირექტორი. ამჟამად სააქციო საზოგადოება „აგატის“ გენერალური დირექტორის მოადგილეა.



გივი სადრაძე _ ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი, ბათუმის უნივერსიტეტშიც კითხულობდა ლექციებს.




კახი საყვარელიძე _ ბრწყინვალე ინჟინერ-ელექტრიკოსი.



გიორგი (ჟორა) პერტაია _ ავიაციის დამსახურებული მუშაკი, ცნობილი პილოტი _ ასი.



ზოგიერთი ცნობით, ოპერისა და ბალეტის სოლისტი ზურაბ კიკალეიშვილიც ჩვენი სკოლელია.


ნოდარ ანდღულაძე _ იურისტი.



იუზა ვასაძე _ აკადემიკოსი.





ვაჟა ჩხაიძე _ თბილისის სისხლის გადასხმის ინსტიტუტის მთავარი ექიმი.


მისი ძმა რეზო ჩხაიძე _ სოხუმის სასოფლო_სამეურნეო ინსტიტუტის რექტორი, პროფესორი.



თენგიზ ჩარკვიანი _ მედიცინეს მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი



ალექსანდრე (შოშია) ჩხაიძე –დრამატურგი, ცნობილი საზოგადო მოღვაწე. ავტოორი მრავალი მხატვრული ნაწარმოებისა. უსაყვარლესი და პატივსაცემი პიროვნება ყველა ბათუმელისა. მასზე ნეკროლოგის დაწერაც კი აკრძალა ა. აბაშიძემ და მხოლოდ 2008 წელს მადლიერმა ბათუმელმა ხალხმა ღირსი პატივით მოიგონა.





ცნობილი საზოგადო მოღვაწეები, ღირსეული პიროვნებები:


ლევან (ლეონთია) სურგულაძე, რეზო მხეიძე, გივი გორდეზიანი, კუსა სიხარულიძე, ირაკლი თოფურია, გივი ინწკირველი, ჯუკული გამსახურდია, გოგი ებრაელიძე, ნანული და იორამ იორაშვილები, ნუნუ ჩხატარაშვილი, სკამკოჩაიშვილი მარიამი, მამუკა ვირუბოვი, როსტომ აბაშიძე, ედუარდ (ჭუკა) ჯოჯუა, იაკუბოვი შალვა, ლალა ქიქოძე, დავით ნოდია, კანდელაკი იური, სვანიძე ნოდარ (პროფესორი), შენგელია გივი, დები ხარამანსკაიები, ქემალ მიქელაძე, ერიკ ხეჩინაშვილი, ოთარ ლორთქიფანიძე, ვახტანგ (ვატული) აფშილავა, ლევან თოფურიძე, რეზო მუქერია, ბერდო მხეიძე, იური ჭედია, ოთარ ბზიკაძე, გიზო ფარცხალაძე, ძმები მამია და სოსო ხელაძეები, კოკა ბზიავა, გიორგი (ჟორა) ხაზარაძე, გურამ სადრაძე, ვახტანგ (ჟიული) ცინცაძე, კარლო და დევი ბეჭვაიები, სოსო და კოკა ჭავჭანიძეები, გოგი ბახია, ლეონიდე (ლედიკო) ქიქოძე, კარლო ნიკოლაიშვილი, ოთარ ჟღენტი, ჯანო დოკვაძე, ბაუკი ჟღენტი, ნოდარ ჯაში, შევრეთ სულეიმანოღლი, ამიკო მელუა (მისი შვილიშვილი ცნობილი მომღერალია ლონდონში), ენვერ მალაზონია, მამია ტუღუში, ტყუპები _ რეზო და ნოდარ პერტიები, იმელი ლომთათიძე, გიზო ბოკერია, გურამ ჩახვაძე, გივი კაჭარავა, შუქრი ნიკოლაიშვილი, ოთარ ბერძენიშვილი, ჯემალ დიასამიძე (გუსეინ გუსლის ეძახდნენ), ვალიკო გალოგრე, ტოგო ნიქაბაძე, ენვერ (ამირან) ტაკიძე, თამაზ და ენვერ ქათამაძეები, ბაჩანა ნიკოლაიშვლი, თენგიზ მელაშვილი, გოგი კვაჭანტირაძე, ალი და ნაბი ფაღავები, თემურ ჩხიკვაძე, თამაზ დგებუაძე, რესან კონცელიძე, ჯერო მითაიშვილი, გენო მაქაცარია, გივი გუგუშვილი, გურამ რამიშვილი, ამირან თავართქილაძე, ნუგზარ რუხაძე, ვანდი (ლევან) გორდაძე, ზაალ კაკაბაძე (ცნობილი კინო-რეჟისორი; ზაალ კაკაბაძემ თავისი მუშაობის 51 წლის განმავლობაში გადაიღო 78 მხატვრული, დოკუმენტური და მუსიკალური ფილმი, რომლებმაც ჰპოვეს საკავშირო და საერთაშორისო აღიარება. მათ შორის ქართველი მაყურებლის მიერ კარგად მიღებული ფილმები „ორერა, სრული სვლით!..“ (1970), „მზიური“ (1972), „სიყვარული, ივერია და..“ (1973), „უმცროსი და“ (1978) და სხვები.

ზაალ კაკაბაძემ პირველმა შექმნა ქართულ კინემატოგრაფიაში ახალი ჟანრი _ კინო-ბალეტი. კინო-ბალეტი „მწირი“ (1976, ლერმონტოვის პოემის მიხედვით) დაჯილდოებულია ნიუ-იორკისა და ჩიკაგოს საერთაშორისო კინოფესტივალების უმაღლესი პრიზებით „გრან-პრი“; ინახება ლოს-ანჯელესის ფილმსაცავის „ოქროს ფონდში“, ნიუ-იორკის ლინკოლნის ცენტრში და ვაშინგტონის აშშ-ის კონგრესის ბიბლიოთეკაში; კინო-ბალეტი „პრომეთეოსი“ (1983, სკრიაბინის სიმფონიის „ცეცხლის პოემა“ მიხედვით) დაჯილდოებულია კიევის კინოფესტივალის პირველი პრიზით; კინო-ბალეტი „მეთორმეტე ღამე ანუ როგორც გენებოთ“ (1985, შექსპირის კომედიის მიხედვით) დაჯილდოებულია „ARABESQUE“ და „GOLDEN FLEECE-88“-ს საერთაშორისო კინოფესტივალების უმაღლესი პრიზებით „გრან-პრი“, სერგი დიაგილევის საზოგადოების მიერ აღიარებულია „ყველა დროისა და ხალხების საუკეთესო კინო-ბალეტად“; მხატვრული მუსიკალური ფილმი „ალი ბაბა და ორმოცი ყაჩაღი“ (1990, შაჰრაზადას ზღაპრის მოტივების მიხედვით) დაჯილდოებულია „GOLDEN FLEECE-90“-სა და „POST-MONTREUX-92“-ის საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზებით.

ბოლო დროს გადაიღო ფილმები: „მზე, ჰაერი და ... ნა-ნა“ (1993), „საჩუქარი“ (1997), „პიანისტთა მეორე“ (2000), „სამშობლოს სახელით“ (2002), „გიგი“ (2003).

ამჟამად ის „საქართველოს ხელოვანთა დახმარების საერთაშორისო ფონდის“ სამხატვრო ხელმძღვანელი და ამერიკული სტუდია „Z&D ENTERTAINMENT“–ის პრეზიდენტია.), ენვერ ჩხაიძე, ბესიკ სვანიძე, ედნარ მეგრელიძე და იური ცინცაძე (ციმციმა) (სუხიშვილის ანსამბლის შესანიშნავი მოცეკვავეები იყვნენ), ანზორ ზამბახიძე (ცნობილი ჟურნალისტი), ალექსანდრე (ალიკა) ლორია (პროფესორი), ზაურ და ანზორ დობორჯგინიძეები, ჯანრი კაშია (ცოტა ხანს ყოფილა ჩვენს სკოლაში), ჯონდი ბაღათურია (საქართველოს პარლამენტის წევრი), ლესტან და გრიოლეონ დარახველიძეები, დურსუნ ჩაუშბა, რობერტ მამალაძე.




















ძმები ანდღულაძეები: ნოდარი _ იურისტი, თბილისის ერთ-ერთი რაიონის პროკურორი იყო. (მან ყოფილ დირექტოს, გ. ლორთქიფანიძეს, მოუყვა, რომ 1937 წელს მამა გადაუსახლეს და მეორე დღეს გაკვეთილზე დააგვიანდა. ფრთხილად შევაღე საკლასო ოთახის კარი. მასწავლებელმა, ქსენია ვასაძემ სწრაფად შემიყვანა ოთახში, დამაყენა და ბავშვებს მიმართა: აი, ქვეყნის მტრის შვილი, თავხედი, როგორ გაბედა სკოლაში მოსვლა. მთელი გაკვეთილი ფეხზე ვიდექი, გაქცევის შემეშინდა და გულსაკლავად ვტიროდი.



მისი ძმა ზურაბ (ჯუნა) ანდღულაძე _ შორეული ნაოსნობის გემის კაპიტანი. 1995 წელს ნორვეგიაში ახლადაგებულ გემს ეწოდა „კაპიტანი ანდღულაძე“. ეს გემი დღესაც სერავს ზღვებსა და ოკეანეებს.



მესამე ძმა ნუგზარ ანდღულაძე _ სახელმწიფო პრემიის ლაურეატი მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში, ღირსების ორდენის კავალერია, მრავალი ნაშრომის ავტორი.



ნუგზარ ანდღულაძემ მომცა ალექსანდრე (შოშია) ჩხაიძის წიგნი “ჩვენებურები” წარწერით: “ჩემს ნუგზარს ანდღულაძეთა სახელოვანი გვარიდან! მართალია ეს წიგნი დღევანდელი მაზანდით ერთ კონა ნიახურად ფასობს (5 მანეთი), მაგრამ იგი ჩემი ცხოვრების ნაწილია, რომელსაც მოგიძღვნი შენ და შენს ოჯახს სიყვარულით, ყველა მამულიშვილურ საქმეში წარმატების სურვილით! ალ. (შოშია) ჩხაიძე.


10 სექტემბერი. 1992 წელი“



კარადიდან სხვა ნივთებთან ერთად ეს წიგნებიც წაიღეს. არა და ჩვენს სკოლადამთავრებულ ორ საამაყო ადამიანს ეკუთვნოდა.


შოთა სტეფანეს ძე ქემხაძე ბათუმის პედინსტიტუტის პროფესორია _ მათემატიკოსი.



მერაბ ფარცხალაძე_ კომპოზტორი (მხ. ფილმი “იმერული ესკიზები”)





მამია ჯიჯეიშვილი _ ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.


ჯუმბერ გაბუნია _ მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ექიმი ქირურგი, ენდოკრინოლოგი, რომლის ნაშრომებია: „ჩიყვის ოპერაციის გაუტკივარების ზოგიერთი ასპექტი“, „კვანძოვანი ჩიყვის კონსერვატული და ქირურგიული მკურნალობა (კლინიკა, მორფოლოგია და ექსპერიმენტი)“ და ას ოცზე მეტი მეცნიერული ნაშრომი, რომლებიც იბეჭდებოდა საბჭოთა კავშირის სხვადასხვა ქალაქებში.



თამაზ დიასამიძე, თბილისის ბავშვთა რესპუბლიკური საავადმყოფოს ყელ-ყურ-ცხვირის განყოფილების გამგე _ შესანიშნავი ქირურგი, პაციენტების მიერ `მსოფლიოში ყველაზე კეთილ მომღერალ ექიმად~ წოდებული; მოწოდებით ქველმოქმედი, რომელიც ყოველი შვებულების დროს თბილისიდან ბათუმში ჩამოდიოდა და უფასოდ აკეთებდა ოპერაციებ.ს ხელმოკლე ოჯახებისა და უპოვართა განმკითხავი, კოლეგიათა მიერ წლის საუკეთესო ექიმთა რეიტინგში არაერთხელ აღიარებული... ცნობილი ქართველი მედიკოსების _ ტარსაიძის, გომერთელის, ჟორჟოლიანის ტრადიციების გამგრძელებელი. ექიმი ესთეტი, რომელიც ანესტეზიად საკუთარ ვოკალურ მონაცემებს იყენებდა.



ბათუმის ონკოლოგიური საავადმყოფოს მთავარი ექიმი როსტომ ქიქავა, დაუვიწყარი პიროვნება.

ბათუმლებისა და არა მარტო ბათუმლების საყვარელი და საამაყო პოეტი ქალბატონი ნადიდე გვარიშვილი.




ცნობილი ფილოლოგები: ნოდარ ალანია, ლეილა ლორთქიფანიძე.



ამდენ ცნობილ და საამაყო მამულიშვილს უსწავლია და დაუმთავრებია ჩვენი სკოლა: ნოდარ სიხარულიძე, ქემხაძე მამუკა, იური და ოლეგ დვალები, ბაძგარაძე დიმიტრი, მეფარიშვილი კუკური, ცინცაბაძე იური, კვაჭაძე ოთარი, ჯაველიძე შურა (ალექსანდრე), მითაიშვილი ზურაბი, ჭანტურიშვილი იური და ლამარა, ჭიჭინაძე ჟალე, ჯინჭარაძე გივი, მიქაძე ოთარი, გრიგოლია ალიოშა, ნეჯეთ და ნელი ქადაგიძეები, ერემაშვილი ეთერი, ლევან და გივი უკლება (ლევან უკლება ბათუმის საოლქო კომიტეტის მეორე მდივანი, ხოლო გივი უკლება _ საბჭოთა კავშირში აღიარებული მრავალგზის ორდენოსანი, თევზმჭერი სეინერის კაპიტანი).



პარიზში მცხოვრები, საქვეყნოდ აღიარებული ოქრომჭედელი გუჯი (ელგუჯა) ამაშუკელი ჩვენი სკოლადამთავრებულია. მისი ძმა ნუკრი კი მოსკოვში კინორეჟისორია (მასწავლებელ ნინა კაკაბაძის შვილები).



ჩვენი სკოლის საამაყო მოსწავლე, ოქროსმედალოსანი, საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტი, აჭარის კულტურის მინისტრყ, გაზეთ „საბჭოთა აჭარის“ რედაქტორი, ბატონი ბიძინა მახარაძე ჩვენი სკოლადამთავრებულია.



ცივაძეების დიდი ოჯახიდან სამმა ვაჟმა (ჯემალი, ასლანი, რევაზი) ოქროს მედალზე დაამთავრეს ჩვენი სკოლა და ასახელეს კიდევაც იგი.


ჯემალ ცივაძე _ პირველია, ვინც აჭარიდან ლომონოსოვის სახელობის უნივერსიტეტი დაამთავრა. იურისტია, ეკონომიკის მეცნიერებათა კანდიდატი, ლექციებს კითხულობდა ბათუმის პედაგოგიურ ინსტიტუტში. მუშაობდა ქალაქკომ-ში, საოლქო კომიტეტში, იყო #23 საშუალო სკოლის დირექტორიც.


ასლან ცივაძე _ ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. რუსეთის დიდი აკადემიის ნამდვილი წევრი, მრავალი ქვეყნის მეცნიერებათა აკადემიის წევრი, არის უამრავი შრომის ავტორი. მოღვაწეობს მოსკოვში (მასზე მქონდა ჩაფიქრებული მუზეუმში მთელი კუთხის დათმობა. მაქვს მისი ნაშრომები).

2000 წელს რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებით, ასლანტ ცინცაძეს მიენიჭა მეგობრობის ორდენი.





რევაზ (ცუმგი) ცივაძე _ იურისტი, პოლკოვნიკი, იუსტიციის უფროსი მრჩეველია თბილისში.




ცივაძეებს არაჩვეულებრივი თბილი მოგონებები აქვთ სკოლაზე და აღმზრდელ მასწავლებლებზე, რომლებთანაც არ წყვეტენ ურთიერთობას.



ფილიპე მახარაძე _ საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტი. მასზე ბევრი რამ ვიცოდი და ამიტომ ბათუმიდან თბილისში ჩამოვედი მის სანახავად (ახლა რომ ინტერვიუ ჰქვია). მან ბევრი რამე მომიყვა არამარტო ჩვენს სკოლაზე და პედაგოგებზე, არამედ საერთოდ ბათუმსა და ბათუმლებზეც. აი ასეთი რამ: ახლა სადაც “ინტურისტი” დგას, იდგა დიდი სობორო. კომუნისტებმა, როცა მისი დანგრევა გადაწყვიტეს, მე ავედი სობოროს წვერზე, ჯვარზე და გავაკეთე სალტო. ეს უნიკალური სურათი ახლაც მაქვს. როცა მუზეუმის გახსნა გექნებათ, სხვა საინტერესო რამეებთან ერთად (ჩხიკვიშვილების ოჯახზე) ამ სურათსაც გაჩუქებთო. ახლა ალბათ ეს სურათი მის ოჯახში ინახება.





ცნობილი ქართველი მომღერალი ქალი ტატიანა მახარაძეც ჩვენი სკოლადამთავრებული ყოფილა. ეს ამბავი სრულიად შემთხვევით გავიგე: იგი, უკვე ხანში შესული, ჩვენი მათემატიკის მასწავლებლის ნანი აფხაძის ოჯახში გავიცანი. ძალიან გავიხარე საქვეყნოდ ცნობილი მომღერლის ასე ახლოს ნახვით. საუბარში მან გაიგო, რომ მე ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულებს ვეძებდი. მითხრა: თვითონ მოვსულვარ თქვენთანო. დიდი ხნის წინ დავამთავრე თქვენი სკოლა და ის დიდი სიყვარული სკოლისა და პედაგოგებისა სულ თან დამყვება. ახლაც, როგორც კი ბათუმში ფეხი დავდგი, სკოლისკენ გამომიწია გულმა და ასე აღმოვჩნდი თქვენთანო.



რამდენიმე ხნის შემდეგ, ქალბატონმა ტატიანამ გამომიგზავნა მოგონებები სკოლაზე და თავისი კონცერტების აფიშები (ინახება ჩემთან).



ოპერის მომღერალი ალექსანდრე (ალიკო) ხომერიკიც ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულია. მასზე ჩემმა დედამ მეტად საინტერესო ამბავი მიამბო: ალიკო ჩემს სადამრიგებლო კლასში სწავლობდა. ნიჭიერი, მაგრამ ზედმეტად ცელქი და მოუსვენარი ბიჭი იყო. თურმე, ერთხელ, გაბრაზებულს მისთვის მითქვამს: შვილო, შენ ისე იქცევი, რომ შენგან არაფერი გამოვაო. გავიდა წლები და ალიკომ შემომითვალა: მარო მასწავლებელო, მე თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის მომღერალი ვარო. ერთხელ, როცა ბათუმში გასტროლებზე იყო, ბილეთიც კი გამომიგზავნაო.



აფხაზეთიდან ლტოლვილი, შრომის ორდენოსანი, გულრიფშის რაიაბრეშუმის დირექტორი, 86 წლის რეზო მხეიძეც ჩვენი სკოლელია. ცნობილმა ექიმმა ლალა ქიქოძემ მიამბო მასზე. მანვე მითხრა, რომ ბათუმის ტრიკოტაჟის ფაბრიკის მთავარი ინჟინერი რეზო მუქერიაც ჩვენი სკოლელი ყოფილა, რომ რეზოს ძალიან უყვარდა მასწავლებლები: ნიკიფორე გეგელია და ელენე მჟავანაძე.



ნოდარი და ვალენტინა (და-ძმა) პროცენკოები. ნოდარი სახელმწიფო უნივერსიტეტში მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორია (გვარი შეცვლილი აქვს _ გოგუაძე). ვალენტინა პროცენკოს კი წარმატებით დაუმთავრებია ჩვენი სკოლა, მერე _ სოხუმის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი. 1937 წ. ვალენტინა, მისი ქმარი და მამა გადაუსახლებიათ. 12 წლის შემდეგ ვალენტინა დაბრუნებულა და დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა მახვილაურის მეურნეობაში აგრონომად. მისი, როგორც მოწინავე მუშაკის, გვარი ხშირად იბეჭდებოდა გაზეთებში.

ჩვენი სკოლის პედაგოგები სიამაყით ამბობენ: ჩვენი აღზრდილები არიან ექიმები: კუკური ბეჟანიძე, ვერაგულად მოკლული ოთარ მელია. სტალინური პრემიის ლაურეატ გიორგი სიორიძეს წარმატებით დაუმთავრებია ჩვენი სკოლა. მას ზესტაფონის ფერო-მანგანუმის ქარხანაში უმუშავია და იქიდან ყოფილა წარდგენილი სტალინური პრემიის ლაურეატობაზე.


1999 წლის 28 ივლისს ქართული გაზეთები, რადიო, ტელევიზია იუწყებოდა, რომ ავიაკონსტრუქციის ისტორიაში შეიქმნა პირველი ქართული კოსმოსური რეფლექტორი, რომელსაც დიდი სამხედრო, სამოქალაქო და სამეცნიერო მნიშვნელობა ენიჭებოდა.



ცნობას თან ახლდა კონსტრუქციის ავტორის _ ელგუჯა მეძმარიაშვილის ფოტოსურათი.



სახელი და გვარი მეცნო. დედას მოსწავლე იყო. მოვძებნე სურათები. გამიმართლა.



ელგუჯა მეძმარიაშვილი ჩვენი სკოლის საამაყო მოსწავლე, ოქროს მედალოსანი გახლდათ.






აღნიშნული ნაკეთობის დამზადებაში მონაწილეობდნენ: მიხეილ ჯანიკაშვილი და ვასილ ურუშაძე. ორთავე ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულები, მედალოსნები იყვნენ.



ელგუჯა მეძმარიაშვილი ახლა სამხედრო, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს მეციერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, პროფესორი, გენერალ-მაიორი, სახელმწიფო პრემიის ლაურეატია. მას მიღებული აქვს საქართველოს უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო _ ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენი; საქართველოს, რუსეთისა და სხვა ქვეყნების ორდენები და მედლები.



როდესაც ელგუჯა მეძმარიაშვილს საზეიმო ვითარებაში გადაეცა დამსახურებული ჯილდო, საქართველოს კულტურის მაშინდელმა მინისტრმა _ დავით ჩხიკვიშვილმა ყურში თურმე ჩუმად ჩასჩურჩულა: „რაც კარგები ვართ, პირველსკოლელები ვართო“.


ამ ადამიანების პიროვნული ღირსებები, მათი დამსახურება ქვეყნისა და საზოგადოებრიობის წინაშე მავალდებულებს საკადრისი პატივი მივაგო სკოლას, რომელშიც ისინი აღიზარდნენ. მიმაჩნია, შეიქმნას მუზეუმი, რომელიც ნათელს მოჰფენს სკოლისა და მისი პედაგოგიური პერსონალის კეთილშობილურ საქმიანობას. მომავალ თაობას კი გაუღვიძებს ინტერესს _ ისწავლონ ბეჯითად, იყვნენ წარმატებულები და გამოადგნენ სამშობლოს მისი მომავლის შენებაში.


2000 წლის 26 სექტემბრის დადგომას ველოდი მთელ ათ წელზე მეტ ხანს. წარმოდგენილი მქონდა, თუ როგორ სადღესასწაულოდ აღინიშნებოდა სკოლის საიუბილეო 100 წლის თარიღი არა მარტო ჩვენს სკოლაში, არამედ მთელს ქალაქში. ვიცოდი, რომ მოვიწვევდით ყველას, ვინც ჩვენი სკოლა დაამთავრა, ვისაც ჩვენს სკოლაში უმოღვაწია. ყველანი ხომ მპირდებოდნენ _ ოღონდაც თქვენ ჩვენი სკოლის მუზეუმი შექმენით, ჩვენ შეგვახვედრეთ ერთმანეთს და რას არ გავუკეთებთ სკოლასო. საუბედუროდ, თითქმის დამთავრებული ოთახი დამინგრიეს. შიგ რაც იყო, სადღაც გაიტანეს და მერე საერთოდ გაქრა. მეც, რამდენიმე წელი, თითქმის აღარაფერი გამიკეთებია. ველოდი რაღაცას, მაგრამ რას, არ ვიცოდი. მინდოდა საოლქო კომიტეტის მდივანთან შესვლა, მაგრამ მირჩიეს: ამ არეულობის დროს მაგისთვის ვისა სცხელაო. არადა, დრო მიდიოდა და მიდიოდნენ ჩვენი საამაყო სკოლადამთავრებულებიც. დოდო ქინქლაძის გარდაცვალება ჩემთვის საშინელება იყო. იგი ჩვენი სკოლის საამაყო მასწავლებელი და ენციკლოპედია იყო. რამდენი რამე გავაკეთეთ ერთად და როგორი დიდი იმედი გვქონდა, რომ აუცილებლად ექნებოდა ჩვენს სკოლას მუზეუმი (მხოლოდ ოთახზე იყო ლაპარაკი).