среда, 1 октября 2008 г.

რეცენზიები კომენტარები

რეცენზია
ქალბატონ ცირა ბექაიას მიერ მასალაზე ბათუმის #2 საჯარო სკოლის ისტორიისთვის


ქ. ბათუმის ამჟამინდელი #2 საჯარო სკოლია, როგორც საგანმანათლებლო კერა, თავისი არსებობის 110 წელიწადს ოთვლის. იგი გაიხსნა 1900 წელს პროგიმნაზიის სახით და წარმოადგენდა რუსულენობან სასწავლებელს.

ამ სკოლის მნიშვნელობა განსაკუთრებულად ღირებულია იმ თვალსაზრისით, რომ იგი აჭარაში ამ ტიპის პირველი სასწავლებელი იყო.
მართალია სკოლა ამ კუთხის რუსიფიკაციას ისახავდა მიზნად, მაგრამ თავად ფაქტი დიდმნიშვნელოვან მოვლენას წარმოადგენდა ამ ქალაქისათვის.

ქალბატონ ცირა ბექაიას მიერ მოპოვებულია დიდძალი საარქივო მასალა, რომელიც გადმოგვცემს აღნიშნული სკოლის ისტორიას მისი დაარსების დღიდან დღემდე.
ამ მრავალფეროვანი მასალის თითეულ ფურცელს, თითეულ ფოტოს, ოფიციალურ ცნობას თუ ზეპირ გადმოცემას ქ-ნი ცირა ბექაია დიდი რუდუნებითა და მაღალი პროფესიული პასუხისმგებლობით აგროვებდა ათეული წლეწბის განმავლობაში.
ეცნობი ამ მასალებს და გაოცებს ამ პიროვნების შრომისმოყვარეობა, ენთუზიაზმი, საქმის სიყვარული და ერთგულება.
შეიძლება ითქვას, რომ ქალბატონ ცირა ბექაიას მემკვიდრეობით ერგო ეს პასუხისმგებლობა, რადგანაც იგი ცნობილი პედაგოგებისა და მოღვაწეების, ქალბატონ მარიამ კეჩხუაშვილისა და ბატონ ალექსანდრე ბექაიას ოჯახში დაიბადა და აღიზარდა.

დედამისი - ქალბატონი მარიამ კეჩხუაშვილი, დამსახურებული პედაგოგი ათეული წლების განმავლობაში ასწავლიდა ბათუმის ყოფილ #1 ვაჟთა (ამჟამინდელ #2 ) ვაჟთა საშუალო სკოლაში, ხოლო მამა - ალექსანდრე ბექაია კი, ბათუმის #17 საშუალო სკოლის დირექტორი იყო. მისი დაბადებიდან 100 წლის იუბილე დიდი სიყვარულისთ აღნიშნა აჭარის საზოგადოებრიობამ.

ვფიქრობთ, რომ ქალბატონი ცირა ბექაიას მიერ გაწეული უდიდესი შრომა ჯეროვნად უნდა დაფასდეს. მის მიერ მოპოვებული მასალები მეცნიერულად დამუშავდეს და იხილოს დღის სინათლე.

პროფესორი ლუბა ბიბილეიშვილი, საქართველოს განათლების აკადემიის აკადემიკოსი.



mediko

cira maswavlebelo cven aucileblad avasrulebt tqvens ocnebas da skolistvis sachiro saqmes gavaketebt.cven iseti direqtori gvkavs rom aucileblad dagikacshirdebaT, darwmunebuli xom xart rom me romvkofilikavi mashin organizatori amas ase atr davtovrbdi. Zalian did gonisZiebas gavakeTebT da muzeumsac ra tqma unada tkventan ertad--pativiscemit medea cincaZe.gkocniT



Osiko

ქალბატონო ცირა,დიდი მადლობა ამ ბეწყინვალე ბლოგისთვის, სოციალურ ქსელ-facebook-ში არსებობს #2 საშუალო სკოლის გვერდი, სადაც გაწევრიანებულია უამრავი ყოფილი თუ ახლანდელი მოსწავლე,კარგი იქნება თუ ნახავთ.





asmati

დიდი მადლობა, ნაშრომისთვის, შემთხვევით წავაწყდი თქვენს ნაშრომს,ამის უკან დგას თქვენი დიდი სიყვარული, ერთგულება თქვენი პროფესიისადმი, ღმერთმა უმრავლოს ერთგული ხალხი ქვეყანასა და ჩვენს საქმეს, თაობები ეზიარებიან ამ სკოლის ისტორიას თქვენი ნაშრომის მიხედვით.

გ მ ა დ ლ ო ბ თ.
აჭარის ა.რ.უმაღლესი საბჭოს
განათლების,მეცნიერების,კულტურისა და სპორტის კომისიის თავჯდომარე
ასმათ დიასამიძე




Gizo

ინტერნეტში გავეცანი ცირა ბექაიას ფრიად საყურადღებო ნაშრომს.
უნდა ავღნიშნო, რომ იგი მოიცავს მეტად საინტერესო ბევრ უცნობ მასალას.
მასში იგრძნობა პედაგოგის ინტუიცია, ალღო და კვლევის საოცარი უნარი, რითაც ნაშრომში დადგენილია პედაგოგიკის ისტორიის ბევრი მნიშვნელოვანი ფაქტი და მოვლენა.
ნაშრომი იმითაც არის საინტერესო, რომ იგი დაწერილია დიდი სიყვარულით პედაგოგიური საქმიანობისადმი, პდაგოგებისადმი.
ეს კი ავსებს იმ სიცარიელეს, რომელიც ამ სფეროში გვაქვს. დიდია პედაგოგის ღვაწლი, ყოველდღიური ზრუნვა და შრომა, რომელიც საჭიროებს თანადფგომას, ყურადღებას სითბოს და არდავიწყებას.
ამ მხრივ ნაშრომი ნამდვილად საყურადღებო და ფრიად მნიშვნელოვანია.
განსაკუთრებით სითბო ჩამეღვარა გულში ჩემი უძვირფასესი ლექტორის კონა გიგინეიშვილის ხსენებით.
წარმომიდგენია როგორი იქნებოდა სკოლა სადაც კონა გიგინეიშვილი ასწავლიდა. ამისთვისაც დიდი მადლობა თქვენ.

გიზო ჭელიძე.
ქართული ლიტერატურის ისტორიის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი, პროფესორი, მეცნიერებათა დოქტორი. ღირსების ორდენიოს კავალერი.
2010წლის თებერვალი





piso

Zalian magari namushevaria, cavikitxe da ragacnairi ganckoba damitova; cremlis, gimilis da sixarulis morevSi CaviZire. gaixaret magrad miyvarxart.. mec am didebuli skolis moswavle viyavi

2 комментария:

natela комментирует...

ცირა ბექაია ჩემი ახალგაზრდობის დროინდელი მეგობარია იგი ბათუმის #2 ქალთა სკოლაშიგამოირჩეოდა აქტიურობიით, გონებამახვილობით და რაც მთავარია საოცარი გულისხმიერებით.
არც არის გასაკვირი, ცირა აღზრდილი იყო დიდი პედაგოგების, განმანათლებლების ალექსანდრერ ბექაიასა და მარიამ კეჩხუაშუაშვილის ოჯახში.
გავეცანი მის საოცრად საინტერესო და საყურადღებო ნაშრომს. მასში ნათლად ჩანს მრავალწლიანი, თავდაუზოგავი კვლევა იმ ფაქტების შესასწეავლად, რომელბიც აქ არის წარმოდგენილი. ვეცნობით ბათუმის, ყოფილი #1 საშუალო სკოლის ისტორიას 1900 წლიდან.
ნაშრომი დაწერილია კარგი სტილით, ღრმად შინაარსიანად და ნათელს ჰფენს ბევრ უცნობ საკითხს.
მივესალმები ასეთ ნაშრომებს. იგი ამდიდრებს და გასაგებს ხდის ამ სკოლის წარსულს, აწმყოსა და შეიძლება ითქვას მომავალსაც კი. ნაშომი უნდა შეფასდეს სპეციალისტების მიერ.
ნათელა ჭახნაკია.თბილისის ილია ჭავჭავაძის უნუვეწრსიტეტის საპატიო პროფესორი
2010 მარტი

koki комментирует...

iao