среда, 1 октября 2008 г.

მოგონებები მასწავლებლებზე

ფიზიკის მასწავლებელი გრიგოლ (გრიშა) ჩიხლაძე. გარეგნობის გამო მას მოსწავლეები „ბუღას“ ეძახდნენ. საშუალო ტანის, ჩაფსკვნილი, ტემპერამენტიანი, ფიცხი, ვითომ „მკაცრიც“, მაგრამ საოცრად კეთილი და გულისხმიერი მოსწავლეების მიმართ. მას ძალიან კარგი ხმა ჰქონდა _ ტენორი. ადრე თურმე თბილისის ოპერის გუნდში მღეროდა, შემდეგ_ ბათუმის მასწავლებელთა ანსამბლში. ყოველთვის კლასის დამრიგებელი იყო. ამოწმებდა დასწრებას, სჯიდა „შატალოს“ მოყვარულ მოსწავლეებს. ძალიან საინტერესოდ ხსნიდა გაკვეთილებს და მკაცრად აფასებდა პასუხს. მაშინ ვაჟთა სკოლა იყო და ყველას ამხანაგურად, კაცურად გვექცეოდაო.


მათემატიკურ საგნებს გვასწავლიდა ვლადიმერ (ლალიკა) თალაკვაძე. კლასში ყოველთვის ჩაფიქრებული იყო. უყვარდა ფანჯარასთან დგმომა და ფრჩხილების კვნეტა. Uუცებ შემოტრიალდებოდა, ცალ ფეხს იატაკს დაჰკრავდა და დამარცვლით წამოიყვირებდა: `ცინ-ცა-ძე, დაფასთან!~ სულგანაბულები ვუსმენდით. ვიცოდით, თუ ლალიკას გაკვეთილზე გულისყურით უსმენ, აუცილებლად კარგ ნიშანს მიიღებ. ძალიან, ძალიან გვიყვარდა ყველას.


ქიმიას ვლადიმერის მეუღლე, ბათუმის განათლების განყოფილების გამგე ქ-ნი სემაეთ ვარშანიძე გვასწავლიდა. მშვენიერი გარეგნობის, მაგრამ ძალიან მკაცრი და „შეუბრალებელი“ პედაგოგი, ზოგჯერ ერთი გაკვეთილის პასუხში რამდენიმე ერთიანს და ორიანს გვიწერდა. როცა სიას კითხულობდა, მოსწავლეებისკენ არც კი იხედებოდა. დაფასთან გამოძახებისას, ჩაიხედავდა თავის ბლოკნოტში, კალმისტრის წვერს დაადებდა რომელიმე გვარს. ამგვარი გამოძახება ეშაფოტზე გასვლის ტოლფასი იყო. ნამდვილი „გაწურვა“ იცოდა. ხშირად მერხის ქვეშ ვიმალებოდით, სახეში რომ არ შემოეხედა. ერთადერთი იყო ნუგზარ სანთელაძე (ნუგზარ (ნუკრი) სანთელაძეს ოქროს მედალზე დაუმთავრებია ჩვენი სკოლა. განათლება მოსკოვში მიუღია. ეკონომიკურ მეცნიერებათა დირექტორი, აკადემიკოსი, ეკონომიკის უნივერსიტეტის რექტორი. უამრავი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი ეკონომიკის დარგში, თაობების აღმზრდელი, მეცნიერებათა კანდიდატებისა და დოქტორების ხელმძღვანელი), რომელმაც მართლა ძალიან კარგად იცოდა ქიმია და გამართული იჯდა მერხთან. სემაეთსაც იგი სამაგალითოდ მიაჩნდა.


ქართულ ენასა და ლიტერეატურას გვასწავლიდა ილია ყაისარის ძე თავაძე. შესანიშნავი პედაგოგი. შემდეგ თბილისის თეატრალური ინსტიტუტის რექტორი ყოფილა.


ფიზკულტურის მასწავლებელი პეტრე ბაგიევი, ყოფილი ტანმოვარჯიშე, საოცრად ენერგიული და მუდამ სპორტულ ფორმაში მყოფი. ინტენსიურად ავარჯიშებდა მოსწავლეებს სპორტის სხავადასხვა სახეობებში. აწყობდა კლასებს შორის და სხვა სკოლებთან შეჯიბრებებს. ყოფილი მოსწავლეები მას ძალზე კოლორიტულ პიროვნებად აღიარებდნენ.


ქართულ ენასა და ლიტერატურას გვასწავლიდა საოცრად საყვარელი ოლია გოგეშვილი _ ძალიან საყვარელი, ძალიან სათნო და ძალზე კეთილი პედაგოგი (მისმა ორმა შვილმაც _ გოგიმ და დუგლას ზამთარაძეებმა _ წარმატებით დაამთავრეს ჩვენი სკოლა).


რუსულ ენასა და ლიტერატურას გვასწავლიდა იუნა მადოიანი. ძალზე მონდომებული, რათა კარგად აგვეთვისებინა საგანი. Gგარდა პროგრამით გათვალისწინებული დავალებებისა, ცდილობდა ჩვენს დაინტერესებას სკოლისგარეშე ლიტერატურით; აწყობდა საღამოებს, მხატვრულ კითხვას. ერთხელ მან დადგა გოგოლის „მკვდარი სულებიდან“ სცენები. ჩვენ ხასიათების შესაბამისად გრიმებში და ტანსაცმელში ვიყავით გამოწყობილები, გაკეთდა დეკორაციებიც. . . მოკლედ, ნამდვილი სპექტაკლი დავდგით.

>.
შეხვედრა პენსიონერ მასწავლებლებთან:
ქეთო ინწკირველი,თამარ კვაჭაძე (სიტყვას ამბობს),მარიამ კეჩხუაშვილი. შუაში ციალა შარაძე -სკოლის დირექტორი.


სკოლაში სიყავრულით ვიგონებთ მასწავლებლებს: შუქრი ნიჟარაძეს, სანდალა საბაშვილს, ალექსანდრა ტუზოვას, უცხო ენაში _ ბარტყი გოგოლაძეს და ჭედიას, ბოტანიკაში _ ცხომელიძეს, ხაზვაში _ დიასამიძეს,
სიყვარულითა და პატივისცემით ვიგონებთ ვიქტორ რუსეიშვილს, ვასო ჩახვაძეს, ნადია დევაძეს, ქეთო ინწკირველს, მარგო ხემერს, თამარა შარაძეს, მარო შარაძეს, ხინიკაძე ნოდარს, სიორიძე თამარს, ლორთქიფანიძე ბაბოს, ქემხაძე თამარს, ბოლოქვაძე კალეს, გეგელია ნიკოფორეს, ჟორდანია ქსენიას, გელოეთიან გრიგოლს, მითაიშვილ მიხეილს, დადუნაშვილ სილოვანს, შალვა ესებუას, პოლონიკაშვილ მარგოს, ფირცხალავა ლუდოვიკს, ლორთქიფანიძე გრიშას, წვერავა ელენეს, მებურიშვილ ამროსის, საკანდელიძე ეუბს, ხავთასი ტერენტს, ჭოლოყვა ქაზიმს, ერქომაიშვილ ვალერიანს, ხუტულაშვილ გრიშას, იორაშვილ გიორგის, ბეჟანიძე თემელას, მაიბორიდა ევგენის, ჭყონია ტასოს, გეგია იულიას, მიქელაძე ქეთოს, ჯორბენაძე ვერას, თვალაძე მარიამს, მარიამ და ლიდა ფირცხალავებს (მათემატიკას ასწავლიდნენ), ჭანტურია მელოს, ებრალიძე პატკუს, ქუთათელაძე კიტის, წვერავა ელენეს.


_ პირველ სკოლას რომ მოვიგონებთ, პირველად კაკო გოგეშვილის გაკვეთილები გვაგონდებაო.

_ რა მკაცრი და საყვარელი მასწავლებელი იყო ქეთო ინწკირველი.

_ ისე როგორ დავბერდი, საყვარელი მასწავლებლის კანდელაკის სახელიც აღარ მახსოვსო.



გაზეთ „საბჭოთა აჭარიდან“ გემის კაპიტანი კოსტავა იგონებს: ძალიან მიყვარდა ჩემი პირველი სკოლა და მისი პედაგოგები. განსაკუთრებით კი მარიამ კეჩხუაშვილი. მან ქართული ენა შემაყვარაო.





Комментариев нет: